ცხოვრების ახლიდან დაწყების დაუოკებელი სურვილი…

ნუ, ჩემს შემთხვევაში, ცხოვრების დაწყების დაუოკებელი სურვილი…

დღეს როგორც იქნა, ავღანური დღიურების კითხვა ჩავამთავრე. ძალიან კარგი წიგნია. თუმცა, ცოტა მძიმედ წასაკითხია. მძიმედ წასაკითხში კი იმას ვგულისხმობ, რომ ერთი ამოსუნთქვით არ “მიდის”.

უნდა აღვნიშნო, პირველივე გვერდებიდან მეც მომინდა რაღაც სარისკო ჩამედინა… აი, რაღაც თანაბარწილად მნიშვნელოვანი და სახიფათო.

ადამიანი მაზოხისტია, მაგრამ რამდენიმე წამით მომესურვა მეთქვა, აქ რამ ჩამომიყვანა, ქვეყნის დასალიერში რა მინდოდა მეთქი… ჩუმად გამეძლო რთული ყოფისათვის და ამით საკუთარი სულის სიმტკიცეში დავრწმუნებულიყავ.

იმდენი რამაა ამ ქვეყნად გასაკეთებელი…

და უცებ, მახსენდება, რომ ის საქმე, რასაც ვაკეთებ, მართალია, ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს წვეთი, მეიმედება, რომ აბობოქრებულ მდინარედ მაინც გადაიქცევა და ცოტათი ვმშვიდდები.

აქედანვე მომეცა საშუალება სიკეთე ვთესო და მერე მოსავალი ჩემმა ქვეყანამ მოიმკას.

ხანდახან, როცა ცუდად ვარ…

we

ხანდახან, როცა ცუდად ვარ, განსაკუთრებით მენატრება. სულ მაკლია, თუმცა, როცა სენტიმენტები მაწვება, შეგრძნება მძაფრდება.

მსურს, რომ ახლოს მყავდეს და თუ არ ჩამეხუტება, დამამშვიდოს მაინც და მითხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

ნუ, ეს ტელეფონითაც შესაძლებელია, მაგრამ ხანდახან ისე მინდება, რომ გვერდით იყოს…

ნეტა, მალე ჩამოვიდოდეს…

მენატრები, მა!

“When I’m feeling blue, all I have to do
Is take a look at you, then I’m not so blue…”

გარღვევა ბიუჯეტში…

აქ კიდევ კუნდერას შეუცნობელი აკლია...

აი, წიგნის ფესტივალის მიმართ გულგრილი რომ არ დავრჩი, ქვედა სურათიდან ჩანს. თქვენს წინაშეა ჩემი ნადავლი. მთელი მეთერთმეტე და მეექვსე პავილიონები გამოვზიდე ლამის… საღამოს უცხოეთიდან კიდევ რაღაც გამოვიწერე და დავრჩი ჯიბეგავარდნილივით… :D Continue reading

შეუცნობელი მილანი

წიგნის ფესტივალზე გუშინ მილან კუნდერას “შეუცნობელი” შევიძინე. “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის” შემდგომ ვცდილობ, არაფერი გავუშვა ხელიდან, რაც ამ გენიალურ მწერალთან ოდნავ მაინცაა კავშირში.

სულ რაღაც 21 გვერდი ჩავიკითხე სამსახურიდან სახლამდე და რამდენჯერმე მოასწრო ჩემი აღფრთოვანება. არა რა! მაგარი ვინმეა.

რომანი ეხება ემიგრანტს, რომელმიც ჩეხეთის დატოვების შემდგომ საფრანგეთში გადაცხოვრდა საბჭოთა რეჟიმისაგან თავის დასაღწევად. იგი ავტორის უახლესი ნაწარმოებია და ვგონებ, უფრო მეტად უნდა ეხებოდეს მის შინაგან განცდებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

წავიდე, გავაგრძელო კითხვა. დარწმუნებული ვარ, იმედები არ გამიცრუვდება…

ნანატრი წიგნის ფესტივალი და ჯილდო, რომელიც სულ შემომეხარჯა…

წინა პოსტში ვარაუდი გამოვთქვი, რომ ალბათ, ივნისამდე არაფერს დავწერ მეთქი.

ჩემდა სასიხარულოდ, არ გამართლდა.

მინდა გაგიმხილოთ, რომ ჩემმა პოსტმა “C ჰეპატიტის” შესახებ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა. მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის ეს გამარჯვება, რამდენადაც, მიმაჩნდა, რომ ერთი-ერთი ბლოგერის ნამუშევარი უფრო იმსახურებდა საპრიზო ადგილს. ფულადი ჯილდო დღეს ექსპო ჯორჯიაში დავტოვე სრულად. :)

როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიხსნა თბილისის წიგნის მე-14 ფესტივალი. ტრადიციისამებრ, მეთერთმეტე პავილიონში სხვადასხვა გამომცემლობისა თუ წიგნის მაღაზიის მიერ შემოთავაზებებს წააწყდებოდით. სიახლე ის გახლდათ, რომ მთელი მეექვსე პავილიონი “პალიტრა L” – ს ეკავა და მაინც, იმხელა რიგი იდგა, რომ… მფრინავი ყუთები ვისაც არ გინახავთ, ეწვიეთ.

სიმართლე გითხრათ, ჩემს როგორც ბლოგერის ინსტინქტებს მკითხველის ინსტინქტებმა უფრო გადასძალა და წიგნებში ჩაფლულს, სურათების გადაღება არც გამხსეენბია.

მისვლისთანავე დიოგენეს სტენდს მივაფრინდი, რამდენიმე წიგნი მქონდა შერჩეული მათი კატალოგის მიხედვით. შემდგომ, პირდაპირ  ზემოხსენებულ გამომცემლობას მივადექი. მეტი ვერაფერი მოვასწარი, რამდენიმე ნაცნობთან ჭორაობას თუ არ ჩავთვლით…

თუმცა, დიდი სიამოვნება ჯერ კიდევ წინ მელის…