
მიყვარს – მზე ![]()
ვოცნებობ – ოოო… კარიერაზე! (იურისტის);
ვფიქრობ – გამუდმებით, ჩემი ტვინი სულ ძიებაშია, ასე, მაგალითად, ორი კვირის წინ დასერჩილი ინფო, გუშინ ამომიგდო, თავისით, საგადასახადოს რომ ვმეცადინეობდი; შუაში მაინც ყოფილიყო, მაგრამ რა ვქნა, როცა რამე არ მაინტერესებს, იმ “რამის” გარდა ყველაფერზე ვფიქრობ. ![]()
მძულს – არც არაფერი… (ან ვერ ვიხსენებ);
ვნანობ – არა, არ ვნანობ, სწორად მოვიქეცი!
კმაყოფილი ვარ – მომაკვდინებელი სენია… არასოდეს ვარ კმაყოფილი… (აი, მაგალითად, ხომ შეიძლებოდა უფრო თამამი, უკომპლექსო და გაბედული ვყოფილიყავი…);
მენატრება – ის ძველი დრო, როდესაც მე და ერთ ჩემთვის ძვირფას ადამიანს დაუძაბავი, მხიარული და საინტერესო ურთიერთობა გვქონდა…
:)
მსურს – «და მე არ მინდააააა, სხვა ნეტარებაააა…»
მაღიზიანებს – ძირითადად ადამიანები მაღიზიანებენ, ხანდახან, საკუთარი ქცევებიც…
ვგრძნობ – ნერვები როგორ მეშლება თანდათან!
მეშინია – ჯოჯოხეთის;
ვიცი – მზე მხოლოდ ჩემთვის არ ამოდის და დედამიწის ჭიპი არა ვარ…
არ ვიცი – ის დებილი მართლა დებილია, თავს იდებილებს, თუ მე მადებილებს!
შემიძლია – ვერ გეტყვი, როდის რა მომივლის თავში… შემიძლია გითხრა, რა შევძელი…
არ შემიძლია – წამით რომ დავფიქრდეთ, ციდან ვარსკვლავის მოწყვეტაც შემიძლია…
![]()
ვმეგობრობ – სკენტავრებთან ძირითდად… ისე, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს!!
ვაპატიებ – უყურადღებობას, იმიტომ რომ მიყვარს!
ვტირი – კარგა ხნის წინ ვიტირე ჩინელებს ჩვენს მიწას რომ სჩუქნიან (სჩუქნიან, აბა რა?!) ამ თემასთან დაკავშირებით… ახლობელი გარდამეცვალა და არ მიტირია! (ეს ძველი ჩანაწერია, გუშინ ვიტირე ბოლოს… არ გეტყვით, რატომ
)
ვიცინი – ბოლოს ახალ წელს ვიცინე ისე გულიანად… მეტი რომ არ შეიძლება… (კეე, კაი ქალი ხარ და სკენტავრების ხუმრობებზე არ გაიცინო) ლიოლ ![]()
ამ ბოლო დროს, აღარ ვიცინი ხოლმე… ვიღიმი და ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით ![]()
ვეძებ – ერთ მაგარ სიმღერას, არ ვიცი რა ჰქვია და ვინ ასრულებს, აი კლიპში კი ტიპს თავზე სანთელი ადგას და მაიმუნიცა ჰყავს… იქნებ ვინმემ მომიძებნოს, სიტყვებიც ურევია some people… ხოდა უდაბნოშია ეს კლიპი გადაგებული… ამ კაცს თავი აქვს გადახოტრილი და ჯიპიცა ჰყავს;
(სამი წელი ვეძებდი და როორც იქნა ვიპოვეეეეე, ურააააა…
ახლა იდეალურ მამაკაცს ვეძებ, რომელიც ბოლომდე გამიგებს და რომელსაც მხოლოდ ერთი ნაკლი ექნება – ერთადერთ ეგზემპლარად იარსებებს
)
ღირსი ვარ – არც არაფრის!
ვკარგავ – პასტებს, სულ ეგ პრობლემა მქონდა ყოველთვის… რაც უფრო მეტი მაქვს, მით მეტს ვკარგავ…
მშურს – არა, შურს რა ვუთხარიიი…
მშურს იმ ადამიანების, რომლებსაც ყველაფრის დაკიდება შუეძლიათ…
ვემალები – ხალხს სკაიპში;
ვემტერები – «სტერვოჩკებს» და ქათმებს (გადატანითი მნიშვნელობით);
მაინტერესებს – ყველას თავისი თავი რატომ ჰგონია საუკეთესო?! და სხვა მეორეზე რით არის აღმატებული!!
სწრაფად დახარა თავიიიიეეეეეეეე მეთქიიი!
არ მაინტერესებს – სისხლის სამართლის პროცესი;
მახსოვს – რომ ოდესღაც… მოვა ჩემი დროც… (და მერეეეე…)
მრცხვენია – ეგ რომ გითხრათ, რა გამოვა… (ხანდახან მეც მრცხვენია) ![]()
უარვყოფ – იმას, რასაც ვადასტურებ, თუ გარემოება მოითხოვს, მაგრამ სადაც მივდივარ იქაურ ქუდს არ ვიხურავ… არაზნეობრივად მიმაჩნია…
ვავადმყოფობ – სიყვარულით… შანსი არაა ერთი ისეთი დღე არსებობდეს, მე რომ შეყვარებული არ ვიყო…
ვმალავ – საიდუმლოებს…
ვინახავ – ვინახავ, არა, ვინახავდი ერთი ადამიანის მესიჯებს და იმ დღეს რომ გავბრაზდი, ყველა ერთად წავშალე ![]()
მწამს – უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი;
მიკვირს – არც არაფერი… ამ ცხოვრებაში რა უნდა გიკვირდეს… თუმცა ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლა (ვერ ვიტყვი რომ მაკვირვებს, მაგრამ) მაოცებს…
მიხარია – მეგობარი მოვა ამ დღეებში ჩემთან.. კარტოშკა უნდა შევუწვა და იმან კიდევ უნდა ჩახეთქოს… (ბოდიშით გამოთქმისთვის, მაგრამ იმას, რასაც იგი აკეთებს, სხვა სიტყვას ვერ უწოდებ)
ვჭორაობ – მე არ ვჭორაობ, მე ვსაუბრობ, აბა?!
ვდარდობ – ოოო… იმდენ რამეზე…
ვამაყობ – მეგობრებით!
ვაკეთებ – ფოტოშოპით უმაგრეს სურათებს!
ვეფერები – ჩემი 5 წლის დაიკოს… ჯერ არაა 5-ის სექტემბერში გახდება;
მსიამოვნებს – როცა ჩემზე საუბრობენ (და მაქებენ, რა თქმა უნდა) ოღონდ ისე, რომ ვერ ხვდებიან, რომ მე ყველაფერი მესმის… იმიტომ, რომ პირში არ მაქებენ, ხოლმე!
მესიზმრება – ძილი რო მიყვარს ეგრე… ამ დღეებში iPod-ი დავკარგე მეგონა და სიზმარში ჩამყვა… დილით 5:55-ზე გამეღვიძა და დაბლა ჩავედი საძებრად… თურმე მამაჩემს წაუღია… ![]()
ვეხმარები – ჩემს თავს იმის დაჯერებაში, რომ ყველაფერი გამოვა! (მაგრამ, სინამდვილეში, ან გამოვა, ან არა).
ვეწევი – ცხოვრების ჯანსაღ წესს!
მწყინს – უსამართლობა;
ვხარჯავ – სითბოსა და ენერგიას;
ვღალატობ – ჩემს თავს, სხვას არავის! (და ეგ ყველაზე ცუდია)
ვკამათობ – უაზროდ ბევრს, მარა, კამათში ჭეშმარიტება იბადება და მეპატიება…
ვუხეშობ – გააჩნია ვისთან… და როდისს და კიდევ საად… კიიი;
ვუსმენ – ემ… ამ… როგორ გითხრათ… ეს საიტი არ ეყოფა რომ ჩამოვთვალო… მარა ყველაზე მეტად ფლოიდები მევასება;
ვყოყმანობ – კეე… როცა ვიყოყმანე, მაინც გავრისკე და რა მოვიგე?! თუმცა, არც არაფერი წამიგია, ხოდა… სჯობდა გამერისკა!
ვკითხულობ – კიი, ყველაზე ხშირად კოდექსების კითხვა მიწევს ხოლმე… აბა…
ვამზადებ – ჩემს დაქალს იტალიურში;
ვუყურებ – მილანის მატჩებს;
ვკლავ – დროს;
ვაფუჭებ -
ციტატა
«მობილსო»
ეწერა ვიღაცას… არა, ეგ უკვე გავაფუჭე… ახლა კომპს;
ვცხოვრობ – დღევანდელი დღით… მარა ხვალინდელი ქათამი მირჩევნია!
ვცემ – პატივს ჭკვიან და კეთილ ადამიანებს;
ვყვირი – კეეე… ვყვირი… არა, უფრო სწორად, ყოველ დღე ჩემი სულის ყვირილი მაღვიძებს…
ვმღერი – სკოლის კონცერტებზე ვმღეროდი… როცა სახლში არავინაა, ბოლო ხმაზე ვღრიალებ და…
ვასრულებ – იურიდიულ ფაკულტეტს… მალე ;(
დავდივარ – უნიში… დედამიწაზე…
ვმკურნალობ – ოოო… აქეთ ვარ განსაკურნი…
ვერიდები – ადამიანების წყენინებას და ციგნებს მეორე კორპუსთან…
ვთამაშობ – minesweeper-ს 99-იანს და ვიგებ;
ვიტყუები – ოოო… იცოცხლე…
ვეთაყვანები – 10 მცნება გვეუბნება, არავის სცეთო თაყვანი, გარდა უფლისა ჩვენისაო…
ვგიჟდები – კეე, ვგიჟდები… თანდათან…
ვაგროვებ – ფრიადებს ჩათვლის წიგნაკში ![]()
ვიხდი – ნეტის ფულს;
ვეჭვიანობ – მეგობრებზე;
“ვკაიფობ” – სწერვოჩკა გოგოებზე თავი რომ დიდი ვინმეები ჰგონიათ, კიდევ იდიოტ ბიჭებზე… სულ რო იგინებიან და იფურთხევიან და თავი კაცებად მოაქვთ და კიდევ “ჯაყოს მარგოზე” ოღონდ ლიტერატურულ პერსონაჟზე არა…
ვიზიდავ – იდიოტებს და “მალალეტკებს”
ვალამაზებ – ეჰ… ფული მინდა… და მე ვიცი…
——————–
AC Milan, Forever!
-ჩემპიონი ვინ არის?
-რა თქმა უნდა, მ ი ლ ა ნ ი!
dii, dzaan magaria, ai martlaaaa
vkitxulobdi sda is dro gamaxsenda mec rom egre vfiqrobdi da vazrovnebdi da igive rom gadmomqonda furclebze
shen gaixare, davnostalgirdi
:D:D:D:D yvelasferi kargad iqneba, mtavaria gwamdes :*
dzalian kargi wasakitxi iyo. MARTLA…bevr rameshi chemi tavi amovicani….. gansakutrebit gamixarda PINK FLOYD & AC MILAN…VGIJEDBIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIII…FORZA MILAN!!!
:):) SUPER
Pink Floyd & Faculty of law Rules!!!
ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა:) თუნდაც ასეთი სახით:)
ჩემთვისაც ნამდვილად სასიამოვნოა… მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ისე არ გიცნობ? Pink Floyd ყველაზე მაგარი ჯგუფია Ever და კიდევ Law Fac Always Ruled!!
ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ. მე პირადად შენს “ჩანახატში” ბევრჯერ ჩემი თავიც დავინახე, თითქოს მე ვწერდი…
მაგ: “Pink Floyd”-ზე მეკეტება 12 წლიდან,ხოლო “Pink Floyd The Wall” -ეს კინო ყველაზე მეტად მიყვარს, ჩემთვის ამაზე უკეთესი არ არსებობს,არც იარსებებს.
მეც დღევანდელი დღით ვცხოვრობ,რადგან ვფიქრობ,- “აწმყოთი ვიშენებთ მომავალს”,ამიტომ,ჩემთვის აწმყოზე ფიქრი მომავალზე ფიქრია.
ეეჰ, მე ბაღის კონწერტებზე ვმღეროდი გადასარევად,მაგრამ ეს წარსულს ჩაბარდა,ჩემი ხმა დაიკარგა,მაგრამ მაინც არ ვნებდები,ვმღერი.ჩემი “იდეალური” ხმით მარტო მე ვწუხდები და …
“მენატრება – ის ძველი დრო, როდესაც მე და ერთ ჩემთვის ძვირფას ადამიანს დაუძაბავი, მხიარული და საინტერესო ურთიერთობა გვქონდა” <– მეც ანალოგიურს ვიტყოდი…
ჰააჰ, არ მეგონა მეგობრებზე ეჭვიანი ადამიანი,ჩემს გარდა კიდევ თუ არსებობდა…
მადლობა. :*
მიხარია ამგვარი დამთხვევები.
ე.ი. მარტო არც მე არა ვარ.
saintereso iyo
)
მადლობა
გენაცვალე
საინტერესოა,კარგად წერ:)
მადლობა.