პირველი გიმნაზიიდან კუბაში

ერთი კვირის წინ, 24 დეკემბერს, გაიმართა “რა? სად? როდის?” საქველმოქმედო თამაში.
გუნდი დავრაზმე და წავედით. პირველ გიმნაზიაში მისულებს, გვითხრეს, რომ რეგისტრაცია 12 საათზე მორჩენილიყო, რაზეც კინაღამ ჭკუიდან გადავედი. :) თან – Facebook-ზე უნდა გედევნათ თვალ-ყურიო…

ნუ, ყველას არ აქვს ინტერნეტი. მაგრამ მე მქონდა პატივი. და ყურადღებით რომ წავიკითხე ღონისძიების ბმულზე მითითებული ინფორმაცია, იმიტომაც მივედი პირდაპირ სათამაშოდ.

მობილური ინტერნეტიც ძალიან ხელსაყრელი რამაა, სწრაფად მოვძებნეთ Event-ის link-ი და, რა თქმა უნდა, მართლებიც აღმოვჩნით.

ნუ – იქ კეთილი ხალხი იყო და ისედაც გვათამაშებდნენ, რომ გვეხვეწნა, მაგრამ რატომ, თორემ კი!

ხოდა, ჩაგვიდგეს მაგიდა… გუნდს ბოლო წამს დავარქვით სახელი “და ა.შ.-ის” ლათინური ვერსია ETC.

მესამე ადგილზეც გავედით 26 ქულით, მხოლოდ 2 ქულით ჩამოვრჩით პირველ ადგილოსნებს. მაგრამ შეგრძნება ისეთ იყო, თითქოს მოვიგეთ. კი არა და, მოვიგეთ! და მადლობა ჩემს უძვირფასეს გუნდელებს: გიორგის, ბექას, მარიამს, თამოს და ნინოს.

თამაში (უფრო, ალბათ ქულების დათვლა და შედეგების გამოცხადება) გაიწელა და ამიტომ, მე და სვითის დაგვაგვიანდა ქიაჩელის ქუჩაზე (8 ნომერში) ახალი კუბური ბარის გახსნაზე, რომელსაც ამავე ქვეყნის დიქტატორის საპატივცემულოდ Fidel – ეწოდება.

სურათი აღებულია ბარის ფეისბუქის გვერდიდან, სადაც ამ ფოტოზე დაწკაპუნებით მოხვდებით.

იქ მისულთ დაგვხვდა ლათინო-ამერიკული მუსიკა, ფურშეტი და უფასო ტეკილა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა. ყველაფერი უზომოდ გემრიელი იყო. ბევრი ნაცნობიც ვნახე და კარგადაც მოვილხინეთ.

მე ხომ მუსიკაზე გართულება მაქვს. ხოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, კარგა ხანს მეგონა, რომ Gipsy King-ის დისკი იყო ჩართული. მერე შემთხვევით სცენისაკენ (ისე ვიჯექი, რომ 180 გრადუსით უნდა შემოვტრიალებულიყავი) გავიხედე და რა ჯიპსი კინგი, ცოცხალი შესრულება იყო. ხოდა, მე, ადამიანი, რომელიც ტელეფონში ხმებს უპრობლემოდ ვცნობ, რომ არაფერი ვთქვათ პირველივე აკორდებიდან მელოდიების გამოცნობაზე, სასიამოვნოდ “გაცურებული” და გაოცებული დავრჩი.

მადლობა მასპინძელსა და დიასახლისს მიწვევისათვის და აგრეთვე, იმისათვის, რომ მცირე ხნით თავი მზიან ჰავანაში გვაგრძნობინა.

ქინდლის Cover/Case 1 ცენტად

Case


საახალწლოდ ქინდლის ჩასადებიც ჩამოვიდა. წითელია და ძალიან მაგარი, მაგრამ…
მაგრამ ის, რომ კლავიატურიანი მოდელისთვის ყოფილა განკუთვნილი, არადა, მითითებული მქონდა, რომ 79-იანისათვის მინდოდა, თუმცა, ეგ არაფერი.

თავად ჩასადები 1 ცენტი დაჯდა. ჩამოტანა 4.99$ + USA2Georgia-ს საფასური.

მაინც მაგარია, ვუყურებ და ძალიან მომწონს.

ვისაც გსურთ, დაგილინკავთ… სხვადასხვა ფერებია. აი, ბმულიც.

“ავღანური დღიურები” და “Laterna Magica”

კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გუშინ, 15 დეკემბერს 16 საათზე გაიმართა შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩის დიანა იანსეს “ავღანური დღიურებისა” და ინგმარ ბერგმანის “Laterna Magica-ს” პრეზენტაცია…

დახურულ ღონისძიებაზე ბლოგერის სტატუსით ვიყავით მიწვეულნი მე და მეგობრები, რისთვისაც დიდი მადლობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას, რომელმაც აგრეთვე, ხსენებული წიგნებითაც დაგვაჯილდოვა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ თავად ელჩი, რომელიც ჩემი მოსახელე გახლავთ, მთარგმნელი – ლიკა ჩაფიძე, ბატონი ბაკურ სულაკაური და ხსენებული სამინისტროს მესაჭე – ბატონი ნიკა რურუა.

Via ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ქალბატონმა ელჩმა წარწერა დამიტოვა წიგნზე: “ერთი დიანასაგან მეორესო”. ძალიან მომეწონა მისი უშუალობა და გადავწყვიტე, რომ ნამუშევრითაც კმაყოფილი დავრჩებოდი.

მოგვიანებით, როდესაც მარტო დავრჩი და მომეცა საშუალება “ცხენისათვის კბილების გასინჯვისა” – პირველივე გვერდიდან სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. წიგნი: ძალიან საინტერესო, ჩამთრევი, შეულამაზებელი. ავტორი: უზომოდ მახვილგონიერი, პირდაპირი, გემოვნებიანი. გავიგე, რომ სახელის გარდა კიდევ Belle And Sebastian – ის სიყვარულიც გვაერთიანებდა და გული დამწყდა, პრეზენტაციის დროს რომ არ ვიცოდი, რაოდენ საინტერესო პიროვნებას ვუსმენდი.

რაც შეხება მეორე წიგნს, ინგმარ ბერგმანის ”Laterna Magica”-ს, იმ დროისათვის შემოვინახავ, როცა სხვა საქმე არ მექნება, რადგანაც გონება მისი კითხვისას ზედმეტი რაღაცებით არ მქონდეს დაკავებული.

მოკლედ, მეგობრებო, თქვენც გირჩევთ მოინახულოთ წიგნის მაღაზიები და თუ არ შეიძენთ, იქვე (სადაც შესაძლებელია) წაიკითხოთ ქართულად ნათარგმნი ეს ორი შესანიშნავი გამოცემა “ათასწლეულის ტრილოგიასა” და ყველასათვის საყვარელ ადტრიდ ლინდგრენთან ერთად.

ვისაც მე და გრინმარი გეშლებით, მე მარჯვნივ, მარი - მარცხნივ. :)

აქვე დავამატებ და წელს ლიტერატურული თვალსაზრისით ჩემთვის შვედური წელი იყო (ოჯახის თვალსაზრისით ჯერ ყველაფერი ისევ ქართულია :) ). და ეს ჩემი მეგობრის დამსახურება სულაც არ არის. :D

საიდუმლოდ გაგიმხელთ, რომ უკვე თარგმნის პროცესშია ხსენებული ტრილოგიის შემდეგი ნაწილები. დაელოდეთ. იქამდე კი, გაეცანით ჩემს პოსტს პირველი წიგნის, დრაკონის ტატუიანი გოგონას შესახებ.

All I wanted for this Christmas was…

A Kindle

And I’ve got it.

დღეს ჩამომივიდა.

დავჭკვიანდი. ადრე სხვანაირი სურვილები მქონდა და ყოველ წელს იმედგაცრუებული ვრჩრებოდი.

აწ უკვე, ვიცი, როგორც მოვიქცე…

და მე პირობას ვდებ, რომ ყოველ წელს ამიხდება წინა-საშობაოდ ჩაფიქრებული ნატვრა! აი, ასე!

2011 – დასაწყისი. Mission Complete.


დაკარგული წერილი ბოთლიდან

რომელიც ჩემს ხელთ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. აღმოსავლეთ საქართველოში ზღვა არ არის (თბილისის წყალსაცავს თუ არ ჩავთვლით), ამიტომ, გამიკვირდა, რომ უსტარი ბოთლში იყო მოთავსებული. ქილას ეტიკეტზე Villányi ეწერა… 

მოკლედ, გიფორვარდებთ თქვენ. მე ვიცანი როგორც ადრესატი, ისე – ავტორი. დარწმუნებული ვარ, თქვენც მიხვდებით მათს ვინაობას და შედეგად, ის თუ არ წაიკითხავს, ვისთვისაც დაიწერა, ავტორს რჩევას მაინც მისცემთ… :)

 დავაზუსტებ, ეს ჩემი “ქმნილება” არ არის, მაგრამ სიტუაცია ძალზედ ნაცნობია.  Continue reading