პირველი გიმნაზიიდან კუბაში

ერთი კვირის წინ, 24 დეკემბერს, გაიმართა “რა? სად? როდის?” საქველმოქმედო თამაში.
გუნდი დავრაზმე და წავედით. პირველ გიმნაზიაში მისულებს, გვითხრეს, რომ რეგისტრაცია 12 საათზე მორჩენილიყო, რაზეც კინაღამ ჭკუიდან გადავედი. :) თან – Facebook-ზე უნდა გედევნათ თვალ-ყურიო…

ნუ, ყველას არ აქვს ინტერნეტი. მაგრამ მე მქონდა პატივი. და ყურადღებით რომ წავიკითხე ღონისძიების ბმულზე მითითებული ინფორმაცია, იმიტომაც მივედი პირდაპირ სათამაშოდ.

მობილური ინტერნეტიც ძალიან ხელსაყრელი რამაა, სწრაფად მოვძებნეთ Event-ის link-ი და, რა თქმა უნდა, მართლებიც აღმოვჩნით.

ნუ – იქ კეთილი ხალხი იყო და ისედაც გვათამაშებდნენ, რომ გვეხვეწნა, მაგრამ რატომ, თორემ კი!

ხოდა, ჩაგვიდგეს მაგიდა… გუნდს ბოლო წამს დავარქვით სახელი “და ა.შ.-ის” ლათინური ვერსია ETC.

მესამე ადგილზეც გავედით 26 ქულით, მხოლოდ 2 ქულით ჩამოვრჩით პირველ ადგილოსნებს. მაგრამ შეგრძნება ისეთ იყო, თითქოს მოვიგეთ. კი არა და, მოვიგეთ! და მადლობა ჩემს უძვირფასეს გუნდელებს: გიორგის, ბექას, მარიამს, თამოს და ნინოს.

თამაში (უფრო, ალბათ ქულების დათვლა და შედეგების გამოცხადება) გაიწელა და ამიტომ, მე და სვითის დაგვაგვიანდა ქიაჩელის ქუჩაზე (8 ნომერში) ახალი კუბური ბარის გახსნაზე, რომელსაც ამავე ქვეყნის დიქტატორის საპატივცემულოდ Fidel – ეწოდება.

სურათი აღებულია ბარის ფეისბუქის გვერდიდან, სადაც ამ ფოტოზე დაწკაპუნებით მოხვდებით.

იქ მისულთ დაგვხვდა ლათინო-ამერიკული მუსიკა, ფურშეტი და უფასო ტეკილა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა. ყველაფერი უზომოდ გემრიელი იყო. ბევრი ნაცნობიც ვნახე და კარგადაც მოვილხინეთ.

მე ხომ მუსიკაზე გართულება მაქვს. ხოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, კარგა ხანს მეგონა, რომ Gipsy King-ის დისკი იყო ჩართული. მერე შემთხვევით სცენისაკენ (ისე ვიჯექი, რომ 180 გრადუსით უნდა შემოვტრიალებულიყავი) გავიხედე და რა ჯიპსი კინგი, ცოცხალი შესრულება იყო. ხოდა, მე, ადამიანი, რომელიც ტელეფონში ხმებს უპრობლემოდ ვცნობ, რომ არაფერი ვთქვათ პირველივე აკორდებიდან მელოდიების გამოცნობაზე, სასიამოვნოდ “გაცურებული” და გაოცებული დავრჩი.

მადლობა მასპინძელსა და დიასახლისს მიწვევისათვის და აგრეთვე, იმისათვის, რომ მცირე ხნით თავი მზიან ჰავანაში გვაგრძნობინა.

ქინდლის Cover/Case 1 ცენტად

Case


საახალწლოდ ქინდლის ჩასადებიც ჩამოვიდა. წითელია და ძალიან მაგარი, მაგრამ…
მაგრამ ის, რომ კლავიატურიანი მოდელისთვის ყოფილა განკუთვნილი, არადა, მითითებული მქონდა, რომ 79-იანისათვის მინდოდა, თუმცა, ეგ არაფერი.

თავად ჩასადები 1 ცენტი დაჯდა. ჩამოტანა 4.99$ + USA2Georgia-ს საფასური.

მაინც მაგარია, ვუყურებ და ძალიან მომწონს.

ვისაც გსურთ, დაგილინკავთ… სხვადასხვა ფერებია. აი, ბმულიც.