Somebody That I Used to Know

Gotye-Somebody-That-I-Used-to-Know

Now you’re just somebody, that I used to know.

 პოსტი ეძღვნება ერთ სულიერს, რომელსაც ოდესღაც ვიცნობდი და რომლის ირგვლივაც ჩემი სამყარო ტრიალებდა. ამჟამად, ეს უკანასკნელი ჩემს შემო ბრუნავს და ასე იქნება სამარადჟამოდ. მაგრამ არ გადავუხვევ თემიდან, ამჯერად…

თქვენს წინაშეა დეკემბრის ამოჩემებული სიმღერა, რომლითაც მინდა ყველა დღესასწაული მოგილოცოთ და ამასთან, ახალი “ბლოგოშკური” (©Dianiko) სეზონი გახსნილად გამოვაცხადო მწიფე ქლიავის ვირტუალურ გვერდებზე.

ამ სიმღერის შემსრულებლები კარგად დაიმახსოვრეთ, წელს ბევრჯერ მოისმენთ კიდევ…

ამასთან, ბონუსის სახით, მსურს ასევე გაგიზიაროთ ამავე კომპოზიციის ფბ-ზე აღმოჩენილი ქავერი. მოისმინეთ, არ ინანებთ. ყველაზე მაგარი ის არის, რომ ხუთივე ადამიანი ერთ გიტარაზე უკრავს და მომღერლებიც ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოვებულად ასრულებენ მათს პარტიას.

Enjoy.