Tags

,

პატარა რომ ვიყავი, ყოველ ორ იანვარს ბაბუაჩემთან ავდიოდით, იმიტომ, რომ იუბილარი გახლდათ. 2005 წელის ზაფხულში გარდაიცვალა, მათემატიკის გამოცდის წინა დღეს და შესაბამისად, ვერ მოესწრო ჩემს სტუდენტობას.

ისე მოხდა, რომ ამავე წელს ახალ ტრადიციას ჩაწყარა საფუძველი. ყოველ ბედობას… არა, აბანოში არ მივდივართ, მაგრამ მეგობრები მარიამს ვსტუმრობთ. აგერ უკვე მეშვიდე წელია, ერთადა ვართ. ისე მოხდა, რომ პირველში დავადექით ქალბატონს და ერთმანეთს დავებედეთ გვიანობამდე. მერე დავიშალეთ.

სახლში რომ მოვედი, რატომღაც, დავიგრუზე… მერე გამახსენდა, რომ ღამით საკუთარი თავის ყველაზე საშინელი მტრები ვართ, კომპი და მასთან ერთად დამგრუზველი მუსიკა (მაგალითი იხილეთ დაბლა, ვიდეოში) გამოვრთე.

(გადმოწერეთ)

მერე ქინდლიში ჰერბერტ ფრანკის Dune დავიწყე. ბავშვობაში მქონდა ნანახი ფილმი და ძალიან მიყვარდა…

დილით ჩამეძინა. გაღვიძებულზე Terra Nova – ს სერიები რომ მქონდა სანახავი, ვუყურე. 7 ცალს. :)

მერე, გამახსენდა, რომ ორი გოგრის თესლი მქონდა სამზარეულოში და დავიწყე დარჩევა. აი, ამდენი იყო:ერთ სერიას ვარჩევდი, მეორე სერიის ნახევარს – ვხალავდი და სამ სერიას ვფრცქვნიდი:

 ვინმეს თუ რამე გაქვთ დასაფქვავი, მოდით – უფასო წისქვილი მაქვს. ოღონდ, ბლომად წყალიც მოაყოლეთ… ისეთი მარილიანი იყო, სამ დღეს ტუჩები მეწვოდა.

მოკლედ, ამ პოსტის გამოქვეყნება იმიტომ დამიგვიანდა, რომ “ჩემი როკ & როლი” მსურდა ამეტვირთა სადმე და აუდიოს სახით ჩამესვა ვორდპრესზე, მაგრამ იმდენ ხანს ვეწვალე, რომ არაფერი გამომივიდა. ხოდა, მომეშალა ნერვები. ის კი არა, საუნდ ქლაუდზეც არ ამატვირთვინა ახლა. მომეშალა ნერვები.

ხოდა, ჯადოსნური ჯოხის მოქნევით, ეს პოსტი გამოქვეყნდება 15-ში – ძველით ბედობისას, როცა მეგობრებთან ერთად ვიქნები კარაოკე ბარში. აი, ასე.

არ მჯერა ამ ბედობის, მაგრამ იმედია, გამოქვეყნების დღეს უკეთესად გავერთობი და გავატარებ, ვიდრე 2 იანვარს.

ვისაც გჯერათ, გაგატარებთ, არ მაგაზე იდარდოთ!