ინკმეში არის ონლაინ წიგნების ყველაზე კარგი და მოწესრიგებული საძიებელი. ის გამოგადგებათ შემთხვევებში, როდესაც იცით კონკრეტულად, თუ რას ეძებთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ ძიებისას მონიშნოთ უფასო წიგნები.
როდესაც არ იცით, თუ რისი წაკითხვა გსურთ, მაშინ ეწვიეთ ფიდბუქსს. აქაც უფასო კონტენტზე დაკლიკება მოგიწევთ. მაგრამ მისი ნაკლი ის არის, რომ განთავსებული წიგნები არის ePub-ფორმატში, რაც შესანიშნავია სხვა რიდერებისათვის, თუმცა, ქინდლი მათ ვერ წაიკითხავს გადამყვანი პროგრამის გარეშე.
აი, რაც შეეხება Manybooks, აქ წიგნები მოთავსებულია კატეგორიებისა და ჟანრების მიხედვით და თითქმის ყველა უფასოა.
არ დაგავიწყდეთ ფაილის ფორმატისას Mobi ან AZW ფორმატების არჩევა, რათა თქვენმა ქინდლმა იგი კარგად წაიკითხოს.
ნუ, ტორენტებზე ყველაფერია და აგრეთვე, გუგლშიც ყველაფერი მოიძიება, ამიტომ, თუ სასურველ წიგნებს ვერ მიაგნებთ ზემოხსენებულ საიტებზე, ყურები არ ჩამოყაროთ.