ინკმეში არის ონლაინ წიგნების ყველაზე კარგი და მოწესრიგებული საძიებელი. ის გამოგადგებათ შემთხვევებში, როდესაც იცით კონკრეტულად, თუ რას ეძებთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ ძიებისას მონიშნოთ უფასო წიგნები.
როდესაც არ იცით, თუ რისი წაკითხვა გსურთ, მაშინ ეწვიეთ ფიდბუქსს. აქაც უფასო კონტენტზე დაკლიკება მოგიწევთ. მაგრამ მისი ნაკლი ის არის, რომ განთავსებული წიგნები არის ePub-ფორმატში, რაც შესანიშნავია სხვა რიდერებისათვის, თუმცა, ქინდლი მათ ვერ წაიკითხავს გადამყვანი პროგრამის გარეშე.
აი, რაც შეეხება Manybooks, აქ წიგნები მოთავსებულია კატეგორიებისა და ჟანრების მიხედვით და თითქმის ყველა უფასოა.
არ დაგავიწყდეთ ფაილის ფორმატისას Mobi ან AZW ფორმატების არჩევა, რათა თქვენმა ქინდლმა იგი კარგად წაიკითხოს.
ნუ, ტორენტებზე ყველაფერია და აგრეთვე, გუგლშიც ყველაფერი მოიძიება, ამიტომ, თუ სასურველ წიგნებს ვერ მიაგნებთ ზემოხსენებულ საიტებზე, ყურები არ ჩამოყაროთ.
გენაცვალოს დედა
მამა?
და ამაზონის უფასო წიგნების კატალოგი.
კიდევ ეს http://www.freekindlebooks.org/
ვინც რუსული იცის, იმისთვის თანამედროვე ლიტერატურაც ხელმისაწვდომია უფასოდ – რუნეტი ამ მხრივ შეუდარებელია
შეუდარებელი შენ ხარ, ლორდ.
აუუუ, ეს რატო არ ვიცოდი
ვაი, რაღა ამ ინგლისური საიტების კატალოგს უთითებთ ხალხო ჩემი ბლოგი არ იცით ;( 500 ქართული წიგნი მაქვს http://geobestbooks.wordpress.com/
იმიტომ რომ PDF არ არის ბუკი (ელექტრონული წიგნი).
AZW/MOBI და სხვა იბუქ ფორმატებში (EPUB, FB2…) კითხვა რიდერზე ბევრად მოსახერხებელია.
შენი საიტი ქინდლის ჯგუფშიც მქონდამითითებული ბიბლიოთეკების ჩამონათვალში, მაგრამ FB-მა ჩამოურადა და დისკუსიების განყოფილება წაშალა საერთოდ
რაც ვნახე შენთან ყველა ინგლისური იყო და ყველა PDF – და ეგეთები ჩემს ბლოგზეც ტონობით ყრია და ერთ გვერდზეა მოთავსებული…
ქინდლისათვის კიდევ სხვა ფორმატის წიგნებია საჭირო, როგორც ლორდმა მოგახსენა. PDF-საც ხსნის, მაგრამ ვისაც ქინდლი არ აქვს, განსხვავებას ვერ მიხვდება.
მოდი, ის პოსტები დათაგე, სადაც ქართული წიგნები დევს, რომ სათითაოდ ყველა არ გადმოვწერო, იმ იმედით, რომ არიქა, ქართული იყოს. ინგლიუსრად თითქმის ყველაფერი მაქვს და ყველაფერი ქინდლის ფორმატში + არც ენის პრობლემაა. მადლობა წინასწარ.
მერე ხო შეიძლება რო გადაიყვანო პედეეფი ქინდლის ფორმატში მე პრობლემა არ მაქ ჩემ ქინდლში პედეეფთან და თქვენი არვიცი
რა თქმა უნდა, შეიძლება.