ქინდლის საიდუმლო პროგრამა სურათებისათვის

ეს პოსტი არ ეხება Kindle Fire-ს.

ალბათ, შეამჩნევდით, რომ ისე ჩაყრილ სურათებს ქინდლი არ გიხსნით. მათი და-PDF-ება კიდევ დამღლელი საქმეა.

თქვენს საყვარელ სათამაშოს აქვს დაფარული პროგრამა და მე გასწავლით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ იგი.

შეუერთეთ USB კაბელით ქინდლი კომპიუტერს. დოკუმენტების ფოლდერის დონეზე შექმენით ახალი ძირი ფოლდერი – და დაარქვით “pictures”. არ ჩადოთ სურათები ამავე ფოლდერში, არამედ – შიგ კიდევ ერთი “საქაღალდე” შექმენით და იქ განათავსეთ, რაც გსურთ.

შემდგომად, ქინდლის მთავარი გვერდი დაარეფრეშეთ და Voila’.