ჩემი საყვარელი ადამიანი

ორი წლის მანძილზე დღეს პირველად დამათოვა. მოვდიოდი სახლისაკენ ამომავალ აღმართზე და ცაში ვიყურებოდი.

ფიფქები ნაზად ფარფატებდნენ მე კი მათ შევხაროდი. ზოგი ლოყაზე მადნებოდა, ზოგი – შუბლზე, რამდენიმე ნესტოშიც შემიძვრა. მაგრამ დავაკვირდი, რომ რატომღაც ისინი ჩემს ტუჩებს არ ეხებოდნენ. არც მაშინ, როცა სავარაუდო ფიფქს მიზანში ამოვიღებდი.

უკვე დანიშნულების ადგილზე მისულსა და ხელ-ჩაქნეულს ბაგებზე შემომადნა ერთი.

სიყვარულიც ასეა. როცა არ ეძებ, მაშინ პოულობ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე…

მე კი ვერა და ვერ გადავეჩვიე ძებნას. :|

ნამდვილი ფოტოგრაფი

ნამდვილმა ფოტოგრაფმა შეიძლება ადამიანს თავი მოსჭრას, მაგრამ!!!

მაგრამ ის არასოდეს მოჰკვეთს ფეხებს მის ობიექტში აღმოჩენილ მანდილოსანს!