ორი წლის მანძილზე დღეს პირველად დამათოვა. მოვდიოდი სახლისაკენ ამომავალ აღმართზე და ცაში ვიყურებოდი.
ფიფქები ნაზად ფარფატებდნენ მე კი მათ შევხაროდი. ზოგი ლოყაზე მადნებოდა, ზოგი – შუბლზე, რამდენიმე ნესტოშიც შემიძვრა. მაგრამ დავაკვირდი, რომ რატომღაც ისინი ჩემს ტუჩებს არ ეხებოდნენ. არც მაშინ, როცა სავარაუდო ფიფქს მიზანში ამოვიღებდი.
უკვე დანიშნულების ადგილზე მისულსა და ხელ-ჩაქნეულს ბაგებზე შემომადნა ერთი.
სიყვარულიც ასეა. როცა არ ეძებ, მაშინ პოულობ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე…
მე კი ვერა და ვერ გადავეჩვიე ძებნას.
ხოდა ნუ ეძებ. მომბაძე.
დაე, აქეთ გეძებოს და გიპოვოს.
“ვეძებე და ვერსად ვპოვე”… აა, ეგ თბილისზეა? :დ
hahahaaaaaa:)))))))))))))