ჩემი ახალი სიყვარული

დოდის დღეობაზე ნატოშამ გვირჩია BBC-ის სერიალი გვენახა, რომელიც ეხებოდა ყველასათვის საყვარელ დეტექტივს. და მეც, რა თქმა უნდა, სახლში მისვლისთანავე დავიწყე რიგით მე-19 (აქ არ ითველება ისინი, რომლებიც უკვე ვნახე) TV-Show-ს ყურება.

წიგნისა და მრავალი წინამორბედი ფილმისაგან განსხვავებით, მოქმედება რეალურ დროში ვითარდება. შერლოკიც გაცილებით ახალგაზრდაა, ვიდრე წარმომედგინა. მის როლს ბენედიქტ კუმბერბახი (იმედია, სწორად ვთარგმნე) ასერულებს, რომელმაც ჩემს წარმოსახვაში ყველა სხვა კოლეგას (თვით რობერტ დაუნი ჯუნიორსაც კი) აჯობა.

ორი სეზონია, თითოში სულ 3-3 სერია, მაგრამ თითო ჯერზედ სიამოვნება საათსა და ნახევარს გრძელდება.

ბევრს არ გავაგრძელებ! ეს უნდა ნახოთ. თქვენ კი ჩემს საყვარელ სცენას გიტოვებთ სერიალიდან:

მინი პოსტების სერია

გადავწვიტე,
მინი პოსტების
სერია ვწერო.
ყველაფერი,
რაც თავში მომივა,
მოკლე აბზაცების,
სტატუსების,
ან Quote-ების სახით
გამოვაქვეყნო.

აი, ასე.