Tags
BBC, Benedict Cumberbatch, IMDB, Martin Freeman, Sherlock, tv show
დოდის დღეობაზე ნატოშამ გვირჩია BBC-ის სერიალი გვენახა, რომელიც ეხებოდა ყველასათვის საყვარელ დეტექტივს. და მეც, რა თქმა უნდა, სახლში მისვლისთანავე დავიწყე რიგით მე-19 (აქ არ ითველება ისინი, რომლებიც უკვე ვნახე) TV-Show-ს ყურება.
წიგნისა და მრავალი წინამორბედი ფილმისაგან განსხვავებით, მოქმედება რეალურ დროში ვითარდება. შერლოკიც გაცილებით ახალგაზრდაა, ვიდრე წარმომედგინა. მის როლს ბენედიქტ კუმბერბახი (იმედია, სწორად ვთარგმნე) ასერულებს, რომელმაც ჩემს წარმოსახვაში ყველა სხვა კოლეგას (თვით რობერტ დაუნი ჯუნიორსაც კი) აჯობა.
ორი სეზონია, თითოში სულ 3-3 სერია, მაგრამ თითო ჯერზედ სიამოვნება საათსა და ნახევარს გრძელდება.
ბევრს არ გავაგრძელებ! ეს უნდა ნახოთ. თქვენ კი ჩემს საყვარელ სცენას გიტოვებთ სერიალიდან:
საინტერესო ჩანს : ) ვნახავ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება
აუცილებლად. ისიამოვნებ და შეგიყვარდება.
roca movicli tvals shevavleb iqneb mec chamitrios.. : )
გპირდები, დროს ტყუილად არ დაკარგავ. პირველი ნახევარი საათი და ვერ მოსწყდები მერე.