ამაზონიდან გამოვიწერე ქინდლით. უფასო წიგნებში იყო (უკვე აღარ არის).
ძალიან ბევრ წიგნს ვკითხულობ პარალელურად და ეს უბრალოდ გავხსნი, გადავხედე რა იყო… ხოდა, არც ჩამიხურავს.
ერთ ამოსუნთქვით წავიკითხე. მე ძლიერ მომეწონა. და თქვენც გირჩევთ.
მოკლედ, რა ხდება…
უკანასკნელი გმირი ხომ გახსოვთ რეალითი შოუ, რუსთავი 2-ზე გადიოდა, თუ არ ვცდები (ისე, საინტერესოა, მეორე ნაწილი რად არ მოჰყვა).
ხოდა, ამ შოუს სტილში გოგო მოხვდება მის 7 ყოფილთან ერთად კუნძულზე. მათ წინ რთული სამუშაო აქვთ – გუნდად შეკვრა.
მათ კონკურენტად კი ასვე მთავარ გმირ გოგონას ყოფელია, ოღონდ ეს უკანასკნელიც მის 7 ყოფილთან ერთად…
მოკლედ, მაგარი პრიკოლი სიტუაციაა.
მაგრად გავერთე. მომენტებში ნერვები საშინლად მომეშალა და რამდენიმე ადამიანის მოხრჩობაც მომინდა.
თუ არ იცით, რით გაერთოთ და დრო როგორ გაიყვანოთ…
თუმცა, “მის მოკვლას ნუ ეცდებით, იმიტომ, რომ მოვა დრო და თავად მოგკლავთ.” :დ ლოლ.
რა მაგარი სათაური აქვს. მოვიხიბლე ფრიად.
ხოდა უკაცრიელი კუნძული და ეგეთი რამეები ნახვით მიყვარს, წაკითხვით არა.
აი ურთიერთობა კი წაკითხვით მიყვარს, ნახვით არა
any suggestions???
უკაცრიელ კუნძულზე წადი და წიგნები წაიღე. :დ