ფოტოგენურობა, როგორც ასეთი

ადამიანი შეიძლება იყოს ფოტოგენური, ან არა… ამას არაფერი აქვს საერთო სილამაზესთან. შეიძლება ცხოვრებაში საოცრება იყო, მაგრამ სურათებში ვერ გამოდიოდე. ესეც ერთგვარი ნიჭია (?!) თუ რაცაა, ვერ მოვიფიქრე შესაბამისი სიტყვა…

ხოდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგი. მაგრამ, როცა მეუბნებიან: “დედა, რა ფოტოგენური ხარო….” მე ყველაფერს პირიქით აღვიქვამ. იცით, როგორ მესმის? აი, დაახლოებით, ასე:

“დედა, რა კარგად გამოდიხარ სურათებზე, იმაზე უკეთ, ვიდრე ცხოვრებაში ხარო…”

ხოდა, ჩემთვის ფოტოგენურობის შექება კომპლიმენტის ნაცვლად, “კბენა” უფროა. აი, ისევ ვერ მოვიფიქრე შესაბამისი სიტყვა. რა მჭირს? What’s wrong with me?!

ახლა ვიკიპედიაშიც გადავამოწმე და მართალი ვარ რა! :) მესმის საკითხი!

10 thoughts on “ფოტოგენურობა, როგორც ასეთი

  1. :) კარი პოსტია. ერთხელ მეზობელმა ვერ მიცნო და მომაძახა, ” უი შენ ხარ? ვერ გიცანი. აი რა იცის ჩაცმამო” ::))))))) ამას არ ჯობდა საერთოდ არ მომსალმებოდა?:))))))

  2. მე არც იმას მეუბნებიან ფოტოგუნერი ხარო და არც იმას ცხპვრებაში რამედ ვარგიხარო, წავალ, თავს მოვიკლავ :/

  3. ვაიმე რა ნაცნობი გრძნობაა… რომ იცოდე რა ნერვები მეშლება რომ აბობენ : ” აუ ფოტოებზე სუ სხვანაირი ხარ ა ნ თუ ახალ ფოტოს დავდებ FB ზე და უი ეს შენ ხარო ? შე ფოტოგენუროო და ა.შ. მაგრად მწყდებოდა გული ადრე და გოგონა ფოტოდან ( ანუ მე ) მეზიზღებოდ ა:დ თუმცა ეხლა ბოდიში და ” მკიდია” რაც ვარ მე ვარ და თუ ცხოვრებაში ცოტაზე დიდი ცხვირი მაქვს ვიდრე ფოოტოში აი დარდი :დ

    • ცვირი ადამიანზე უფრო სწრაფად იცვლება. :) ეგ არ არის პრობლემა. რთული “კუზიანის” გასწორებაა. :)

      “ენით დაკოდილის პონტია” რა…

      მთავარია, ეგეთი არამკითხე მოამბეები გულთან ახლოს არ მიუშვა.

  4. მე მგონია რომ ერთნაირი ხარ ფოტოებზეც და ცხოვრებაშიც. ორივეგან მშვენიერი ხარ :D
    აი მე კი არ ვიცი რანაირი ვარ. ზოგ ფოტოზე იმაზე მეტად მომწონს ცემი თავი, ვიდრე რეალურად. ფოტოების უმეტესობაზე კი საშინლად გამოვიყურები, ამიტომ გადაღებისთანავე ვაშთობ :D

    • მეც იგივეს ვიტყოდი შენზე, ორივეგან ერთნაირად ლამაზი ხარ. :* უბრალოდ, ზოგჯერ განათება არ ვარგა და ამიტომაც გეჩვენება რაღაცები. :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s