ნუ, ჩემს შემთხვევაში, ცხოვრების დაწყების დაუოკებელი სურვილი…
დღეს როგორც იქნა, ავღანური დღიურების კითხვა ჩავამთავრე. ძალიან კარგი წიგნია. თუმცა, ცოტა მძიმედ წასაკითხია. მძიმედ წასაკითხში კი იმას ვგულისხმობ, რომ ერთი ამოსუნთქვით არ “მიდის”.
უნდა აღვნიშნო, პირველივე გვერდებიდან მეც მომინდა რაღაც სარისკო ჩამედინა… აი, რაღაც თანაბარწილად მნიშვნელოვანი და სახიფათო.
ადამიანი მაზოხისტია და შესაბამისად, მეც რამდენიმე წამით მომესურვა მეთქვა, აქ რამ ჩამომიყვანა, ქვეყნის დასალიერში რა მინდოდა მეთქი… ჩუმად გამეძლო რთული ყოფისათვის და ამით საკუთარი სულის სიმტკიცეში დავრწმუნებულიყავ.
იმდენი რამაა ამ ქვეყნად გასაკეთებელი…
და უცებ, მახსენდება, რომ ის საქმე, რასაც ვაკეთებ, მართალია, ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს წვეთი, მეიმედება, რომ აბობოქრებულ მდინარედ მაინც გადაიქცევა და ცოტათი ვმშვიდდები.
აქედანვე მომეცა საშუალება სიკეთე ვთესო და მერე მოსავალი ჩემმა ქვეყანამ მოიმკას.


