ცხოვრების ახლიდან დაწყების დაუოკებელი სურვილი…

ნუ, ჩემს შემთხვევაში, ცხოვრების დაწყების დაუოკებელი სურვილი…

დღეს როგორც იქნა, ავღანური დღიურების კითხვა ჩავამთავრე. ძალიან კარგი წიგნია. თუმცა, ცოტა მძიმედ წასაკითხია. მძიმედ წასაკითხში კი იმას ვგულისხმობ, რომ ერთი ამოსუნთქვით არ “მიდის”.

უნდა აღვნიშნო, პირველივე გვერდებიდან მეც მომინდა რაღაც სარისკო ჩამედინა… აი, რაღაც თანაბარწილად მნიშვნელოვანი და სახიფათო.

ადამიანი მაზოხისტია და შესაბამისად, მეც რამდენიმე წამით მომესურვა მეთქვა, აქ რამ ჩამომიყვანა, ქვეყნის დასალიერში რა მინდოდა მეთქი… ჩუმად გამეძლო რთული ყოფისათვის და ამით საკუთარი სულის სიმტკიცეში დავრწმუნებულიყავ.

იმდენი რამაა ამ ქვეყნად გასაკეთებელი…

და უცებ, მახსენდება, რომ ის საქმე, რასაც ვაკეთებ, მართალია, ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს წვეთი, მეიმედება, რომ აბობოქრებულ მდინარედ მაინც გადაიქცევა და ცოტათი ვმშვიდდები.

აქედანვე მომეცა საშუალება სიკეთე ვთესო და მერე მოსავალი ჩემმა ქვეყანამ მოიმკას.

იგუგლები?

თუ გუგლმა არაფერი იცის შენზე, ე.ი. მთლად კარგად ვერა ხარ ინტერნეტ ტექტოლოგიებში გარკვეული და არც მცირეოდენი პოპულარობით სარგებლობ. ორი სიტყვით, ადამიანთა რაღაც კატეგორიისათვის – “არ არსებობ”.

უკვე დიდი ხანია, პერიოდულად ვსერჩავ ჩემს თავს ხსენებულ საძიებო სისტემაში და რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზედ ინფორმაციის მოცულობა იზრდება.

ნუ, ბევრი საინტერესო რამ გავიგე. ჩემს გარდა კიდევ 3 დიანა კვარაცხელია აღმოვაჩინე. სამივე საკმაოდ ადრე.

1) მაღლივის სტუდენტი გახლდათ, რომელიც შემდგომში გაირკვა, ჩემი დაქალის კლასელი ყოფილა. გაგაცნობთ ერთმანეთსო, მაგრამ არ მომინდა, რატომღაც. ამ მეგობრის ნიუს ფიდში რომ ამოხტებოდა, რაღაცნაირი შეგრძნება მიჩნდებოდა… კიდევ კარგი, მე ქართული უნიკოდით მქონდა ჩემი სახელი დაფიქსირებული, თორემ რამდენ გაურკვევლობას გამოიწვევდა.

2) პირველად ამ ქალბატონის შესახებ ნეტით არ გამიგია. გასაუბრებაზე რომ ვიყავი იუსტიციის სამინისტროში, იქ მაცნობეს – შენ განსაკუთრებულად გელოდებოდითო. მაშინ მესამე კურსზე ვიყავი და მომავალი წლისათვის დამიბარეს, რამდენადაც, მოთხოვნებს არ ვაკმაყოფილებდი (მეოთხე კურსის სტუდენტი სურდათ) და ეს უკვე კონკურსის დასკვნით ეტაპზე მახარეს. იმის მერე კიდევ ბევრი დრო გავიდა და რეესტრში მუშაობისას კანცელარიის აქაუნთის მონაცემები მომცეს… ყველას საკუთარი სახელი და გვარი ჰქონდა. მე კიდევ ჩემი ფურცელი სახლში დამრჩა და სახელი და გვარით რომ შევედი, რაღაც სხვანაირი ინტერფეისი ამომიგდო. დოკუმენტაციის შევსებაზეც ყველაფერი არასწორად გამოვიდა. მერე სახლში ვნახე, რომ ჩემი იუზერნეიმი გახლდათ: დიანა_კვარაცხელია1 :დ და მერე მივხვდი, თუ რაში იყო საქმე…

3) მესამე კიდევ პროფესორია, არ მახსოვს რისი. ქიმია, ფიზიკა ან ბიოლოგია და უცხოეთში მოღვაწეობს.

რა თქმა უნდა, ძირითადი ინფორმაცია ჩემზეა. ვერ დავიკვეხნი ამ ინფორმაციის შინაარსზე, რამდენადაც – ძირითადად სხვადასხვა საიტზე ჩემს აქაუნთებს შხვდებით.

ეს ყველაფერი ძალიან კარგი. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. სანამ ძირითად სათქმელზე გადავიდოდე, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა გუგლ ლატიტუდზე. ეს არის გუგლ მეფსის დამატება (?), სადაც შეგიძლია დააფიქსირო შენი ამჟამინდელი ადგილმდებარეობა, დაიმატო მეგობრები და გაუზიარო მათ ინფომაცია, თუ სად იმყოფები მოცემულ მომენტში. ერთი სიტყვით, ძალიან მაგარია.

მაგრამ…

იყო დრო, როდესაც ჩემი სახელისა და გვარის დაფიქრისრებას ვერიდებოდი ნეტში. მერე გავთამამდი. ახლა ხომ საერთოდ, ლამისაა რეკლამირებაც დავიწყო…

Overexposed…

აი, პრობლემამდეც მოვედით. ვორდპრესს აქვს შესანიშნავი ფუნქცია, გსურს ისერჩებოდეს შენი საიტი, კი ბატონო? არ გსურს? გამორთავ…

იქნებ მე სულაც არ მინდა ჩემს შესახებ ინფორმაცია იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და არ მინდა მნახონ, ვარ თუ არა LinkedIn-ზე… ოდესღაც MySpace-სა და Hi5-ზე თუ ვიყავი… აღარც მახსოვს ეს Netlog- რა ჯანდაბა იყო… ხოდა, რაღა მახსოვს ახლა ამ საიტების პაროლები და Log-In-ები. იქნებ მანდ არ მქონდა დახურული პროფილები (მაშინ ჩურჩუტი ბავშვი ვიყავი) და მინდა ახლა წარსულის ცოდვების ამოტივტივება? :/

Image representing LinkedIn as depicted in Cru...

Image via CrunchBase

მოკლედ, ყველაფერი იქენთკენ მიდის, რომ სამყარო პატარავდება და მალე (თუ უკვე აღარ), ჩვენი კონტროლი სულ უფრო და უფრო მარტივი გახდება.რაც მთავარია, ჩვენ ამ ყველაფერში ლომის წვლილს შევიტანთ და ყველა ინფორმაციას თავადვე მივაწვდით “დამკვირვებლებს”.

ესაა ჩემი კომენტარი.

დაჩაგრული ძაღლები

ყველას გსმენიათ გამოთქმა: “უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო”.

ალბათ, გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ საქართველო ასეთი ქვეყნების კატეგორიაში არ შედის. ეს იმიტომ, რომ პირობას – “უძღლოს” არ აკმაყოფილებს. ჩვენ უზომოდ ბევრი ძაღლი გვყავს, თან საკმაოდ კარგებიც, თავის საქმეში აგმოცდილები. მაგრამ რატომღაც, მაინც კატები ყეფენ და მაგიტომაცაა ჩვენი საქმე კარგად.

რატომ?

იმიტომ, რომ კატა ვეფხვისა და ლომის ნათესავია, ხოლო მგლების (ძაღლების ნაცნობ-მეგობრებს) სიტყვები დღეს ისმის ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

ყველაფერი კარგად იქნება

ეს ის სიტყვებია, რომლებსაც ძირითადად მაშინ ვამბობთ, როდესაც ვიცით, რომ არაფერიც არ იქნება კარგად, მაგრამ, რაღაც ჯადოსნურად, მათი ხმამაღლა წარმოთქმა მაინც გშველის…

განსაკუთრებით უებარი საშუალებაა, როცა ისეთი ადამიანი გეუბნება, ვისც განსხვავებულად გეიმედება.

დაკვირვებიხართ?

პირველი პოსტი

ჩემი ლეპტოპიდან. დიახ, მეგობრებო, შეგიძლიათ, მომილოცოთ. აწი, თამამად შემიძლია საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა, მხოლოდ Addmisions მინდა & TOEFEL – ი მაქვს ჩასაბარებელი. :)

აწი, ვეღარც ჩემს დრანდულეტს დავაბრალებ ახალი პოსტების სიმცირეს ბლოგზე. რაც  იმ მთავარია, დავისვენებ იმ ჯართისაგან და დავიყებ ახალ ცხოვრებას.

მადლობა ლიბერთი ბანკსა და ჩემს სამსახურს.