მარტის დასაწყისში ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში გაიმართა ტრენინგი ბლოგერებისთვის, თემაზე: ”C ჰეპატიტი – მასთან დაკავშირებულ სტიგმა-დისკრიმინაცია და საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირების აუცილებლობა”.
რა თქმა უნდა, მეც მივიღე მონაწილეობა, რადგანაც ამ დაავადების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი და ვისაც ვკითხე, კარგად ვერავინ ამიხსნა, ამიტომაც, სულ სხვა ავადმყოფობასთან ასოცირდებოდა.
სემინარი საკმაოდ ინფორმაციული გამოდგა. ადრე ამ საკითხზე გამართულ დავებსა და დისკუსიებში მონაწილეობას არ ვიღებდი, მხოლოდ ჩუმად ვისმენდი, რამდანადაც ბევრი არაფერი ვიცოდი და არც რამე მქონდა სათქმელი. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
ყველაზე მეტად მაინც ჩემ მიერ ტაქსის მძღოლის “განათლების”მცდელობა დამამახსოვრდა. როგორღაც ცამოვარდა ამ თემაზე საუბარი და ეგერვე შევეჩეხე სტერეოტიპს: “ცე ჰეპატიტით ინფიცირებული? ნარკომანი?”. და აი აქ ჩავიხვიე, რომ ხსენებული ვირუსული დაავადება შიდსზე უფრო სწრაფად ვრცელდება და საკმარისია ჭრილობაზე ინფიცირებულის ბიოლოგიური სითხე მოგხვდეს…
და აქ მესაჭემ იკითხა:
“რა, ხელი არ უდნა გამეკაწროს?”
და გავჩუმდი.
მოკლედ, საქართველოში საკმაოდ სავალალო მდგომარეობა გვაქვს – C ჰეპატიტით დაახლოებით 200,000 ადამიანია ინფიცირებული. დაახლოებით – იმიტომ, რომ ბოლო კვლევა რამდენიმე წლის წინ ჩატარდა და თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება ეს ვირუსი…
ჩემთვის ნამდვილად სიახლე აღმოჩნდა ის ინფორმაცია, რომ “ალერსიანი მკვლელი” განკურნებად დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. მართალია, მკურნალობა საკმაოდ ძვირი ღირს, იმდენად ძვირი (20,000$ +), რომ ინფიცირებული 200,000-ის მხოლოდ 1 პროცენტს თუ მიუწვდება ხელი და შესაბამისად, მხოლოდ 2000 ადამიანს ჩაუტარდა სრული კურსი საქართველოში. თუმცა, გამოჯანმრთელების შანსები საკმაოდ მაღალია.
არსებობს რამდენიმე გენოტიპი, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება მკურნალობის ღირებულება და ხანგრძლივობა. სამკურნალოდ გამოიყენება სამი ყველაზე პოპულარული პრეპარატია: რიბავირინი (ყოველდღიური ტაბლეტები, პეგილირებული ინტერფერონი (ყოველკვირეული ნემსები კუნთში) და პროცეპრევირი. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ არც ერთი წამალი არ უნდა გამოტოვო კურსის მანძილზე, თორემ, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. კურსის დასრულებიდან ექვსი თვის შემდგომ ტარდება განმეორებითი ტესტირება, თუ აღმოცნდება, რომ ვირუსმა ორგანიზმი დატოვა, ე.ი. თქვენ ამ სენს თავი დააღწიეთ! გილოცავთ! მაგრამ თუ ის კვლავ აღმოგაჩნდათ, მაშინ განმეორებით მკურნალობას აზრი აღარ აქვს.
საქართველოში არ არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ამ სნეულებით დაავადებულთათვის ფინანსებს გამოჰყოფდა. არც სახელმწიფო ბიუჯეტითაა გათვალისწინებული სახსრები ამ მიმართულებით. რეალურად, ინფიცირებულთა და მათი ოჯახის წევრების გარდა ეს საკითხი მცირე ჯგუფებს თუ აწუხებს.
ყველა სიკეთესთან ერთად, ინფიცირებულთა მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციას. მათ ხშირად “სოციალურად უპერსპექტივო” ჯგუფს მიაკუთვნებენ და ახორციელებენ სტიგმას, რასაც ტრადიცილი მედიაც საკმაოდ უწყობს ხელს – სტერეოტიპების დანერგვით – ერთ-ერთი ზემოთ უკვე ვახსენე.
როგორც შიდსით დაავადებული მიაჩნიათ კომერციულ სექს მუშაკებად, ისე – C ჰეპატიტით დაავადებულნი – ნარკომანებად. იმ განსხავვებით, რომ ასე თუ ისე, საქართველოში შიდსთან დაკავშირებული სტიგმის წინააღმდეგ ძალაინ ბევრი საინფორმაციო შხევდრა, აქცია, ღონისძიება, ფლეშმობი ტარდება. მეორესთან მიმართებით კი საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს სრულყოფილი ინფორმაცია.
სტიგმა-დისკრიმინაციის დასაძლევად საჭიროა იცოდე გადაცემის გზები. დასნეულება ხდება ინფიცირებულის ბიოლოგიური სითხის (სისხლი, სპერმა, საშოს გამონადენი, დედის რძე, ოფლი, ნერწყვი) ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ როცა შიდსთან გვაქვს საქმე, ჯანსაღმა ადამიანმა ინფიცირებულის 4 ლიტრა ნერწყვი უნდა დალიოს (ბოდიში ამ ინფორმაციის ამგვარად მოწოდებისათვის), რომ მის ჯანმრთელობას ოდნავ მაინც შექმნას საფრთხე. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია ჰეპატიტის ვირუსი და ინფიცირიებული მაქსიმალური ყურადრებით უნდა იყოს მობილიზებული, რომ მისი ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამაინებს არ შეჰყაროს ეს დაავადება. აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება.
გადაცემა ხდება:
1) სისხლის გზით;
2) სქესობრივი კონტაქტით;
3) ვერტიკალური გადაცემით (დედიდან შვილზე);
უსაფრთხო სექსი არაა მხოლოდ ბავშვის ჩასახვისაგან თავის დაცვის საშუალება (რამდენიმე წლის წინ მიკვირდა, რატომ შიძელბოდა ბავშვი ყოფილიყო “საფრთხე”
), არამედ, ჰეპატიტისა და სხვა აივ ინფექციის ორგანიზმში შეღწევსიაგან. ამიტომ, მეგობრებო, არ გააკეთოთ ეკონომია თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ გამოკვლევები. თუ სისხლის გაღებას გადაწყვეტთ, მადვე უფასო გამოკვლევებიც ჩაგიტარდებათ, თუ არა და, არსებობენ ორგანიზაციები, სადაც შიძლება ჩაიტაროთ გამოკვლევა სრულიად უსასყიდლოდ.
C ჰეპატიტი საკმაოდ მაღალ გრადუსზე კვდება და ერიდეთ ისეთ სალონებს, სადაც არ ხდება ინსტრუმენტების სათანადო წესით სტერილიზება. სალონებსი უმრავლესობაში გადახარშვა ხდება 80 გრადუსზე, რაც არ არის საკმარისი ამ ვირუსის მოსაკლავად. სასურველია ტემპერატურა 100 გრადუსს აღემატებოდეს და ხარშვის დრო – 3 წუთს. ბე ჰეპატიტის გასაუვნებელყოფად კი – 300 გრადუსი + 30 წუთი. ამიტომ, სადაც გეტყვიან, რომ ინსტუმენტებს 80 გრადუსზე უკეთებენ სტერილიზებას, ადექით და უკანმოუხედავად მოკურცხლეთ.
იგივე შეიძლება ითქვას ტატურების სალონებსა და სტომატოლოგიურ კაბინეტებზე. მიაქციეთ ყურადრება, რომ მელანი თქვენს თვალ წინ გახსნან, რამდენადაც თუ მასში მოხევედრილია ნემსი, რომელიც თქვენამდე ინფიქირებულ ადამიანს ჩხვლეტდა – ჩათვალეთ, რომ “საჩუქარი” ხელთ გიპყრიათ.
დაავადების გავრცელების მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, სავარაუდოდ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს! საქართველოში ექსპერტების გათვლებით 200 000 ადამიანია C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული, რაც ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 6,7%შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100-იდან 6 ინფიცირებულია. :/
ამიტომაც, მორჩით ინფიცირებულთა დისკრიმინაციას, ნუ გახდებით სტერეოტიპების მსხვერპლი!
ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არაფერი შეგემთხვევათ! ყურადღება მიაქციეთ საკუთარსა და თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას, დროულად ჩაიტარეთ გამოკვლევები და მიიღეთ თავდაცვის ყველა აუცილებელი ზომა სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ.
უფრო მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ C ჰეპატიტის ვებპორტალს.




