C ჰეპატიტი – საფრთხე, რომელიც ყველას გვემუქრება

მარტის დასაწყისში ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში გაიმართა ტრენინგი ბლოგერებისთვის, თემაზე:  ”C ჰეპატიტი – მასთან დაკავშირებულ სტიგმა-დისკრიმინაცია და საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირების აუცილებლობა”.

რა თქმა უნდა, მეც მივიღე მონაწილეობა, რადგანაც ამ დაავადების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი და ვისაც ვკითხე, კარგად ვერავინ ამიხსნა, ამიტომაც, სულ სხვა ავადმყოფობასთან ასოცირდებოდა.

სემინარი საკმაოდ ინფორმაციული გამოდგა. ადრე ამ საკითხზე გამართულ დავებსა და დისკუსიებში მონაწილეობას არ ვიღებდი, მხოლოდ ჩუმად ვისმენდი, რამდანადაც ბევრი არაფერი ვიცოდი და არც რამე მქონდა სათქმელი.  მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

ყველაზე მეტად მაინც ჩემ მიერ ტაქსის მძღოლის “განათლების”მცდელობა დამამახსოვრდა. როგორღაც ცამოვარდა ამ თემაზე საუბარი და ეგერვე შევეჩეხე სტერეოტიპს: “ცე ჰეპატიტით ინფიცირებული? ნარკომანი?”. და აი აქ ჩავიხვიე, რომ ხსენებული ვირუსული დაავადება შიდსზე უფრო სწრაფად ვრცელდება და საკმარისია ჭრილობაზე ინფიცირებულის ბიოლოგიური სითხე მოგხვდეს…

და აქ მესაჭემ იკითხა:

“რა, ხელი არ უდნა გამეკაწროს?”

და გავჩუმდი. :)

მოკლედ, საქართველოში საკმაოდ სავალალო მდგომარეობა გვაქვს – C ჰეპატიტით დაახლოებით 200,000 ადამიანია ინფიცირებული. დაახლოებით – იმიტომ, რომ ბოლო კვლევა რამდენიმე წლის წინ ჩატარდა და თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება ეს ვირუსი…

ჩემთვის ნამდვილად სიახლე აღმოჩნდა ის ინფორმაცია, რომ “ალერსიანი მკვლელი” განკურნებად დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. მართალია, მკურნალობა საკმაოდ ძვირი ღირს, იმდენად ძვირი (20,000$ +), რომ ინფიცირებული 200,000-ის მხოლოდ 1 პროცენტს თუ მიუწვდება ხელი და შესაბამისად, მხოლოდ 2000 ადამიანს ჩაუტარდა სრული კურსი საქართველოში. თუმცა, გამოჯანმრთელების შანსები საკმაოდ მაღალია.

არსებობს რამდენიმე გენოტიპი, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება მკურნალობის ღირებულება და ხანგრძლივობა. სამკურნალოდ გამოიყენება სამი ყველაზე პოპულარული პრეპარატია: რიბავირინი (ყოველდღიური ტაბლეტები, პეგილირებული ინტერფერონი (ყოველკვირეული ნემსები კუნთში) და პროცეპრევირი. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ არც ერთი წამალი არ უნდა გამოტოვო კურსის მანძილზე, თორემ, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. კურსის დასრულებიდან ექვსი თვის შემდგომ ტარდება განმეორებითი ტესტირება, თუ აღმოცნდება, რომ ვირუსმა ორგანიზმი დატოვა, ე.ი. თქვენ ამ სენს თავი დააღწიეთ! გილოცავთ! მაგრამ თუ ის კვლავ აღმოგაჩნდათ, მაშინ განმეორებით მკურნალობას აზრი აღარ აქვს.

საქართველოში არ არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ამ სნეულებით დაავადებულთათვის ფინანსებს გამოჰყოფდა. არც სახელმწიფო ბიუჯეტითაა გათვალისწინებული სახსრები ამ მიმართულებით. რეალურად, ინფიცირებულთა და მათი ოჯახის წევრების გარდა ეს საკითხი მცირე ჯგუფებს თუ აწუხებს.

ყველა სიკეთესთან ერთად, ინფიცირებულთა მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციას. მათ ხშირად “სოციალურად უპერსპექტივო” ჯგუფს მიაკუთვნებენ და ახორციელებენ სტიგმას, რასაც ტრადიცილი მედიაც საკმაოდ უწყობს ხელს – სტერეოტიპების დანერგვით – ერთ-ერთი ზემოთ უკვე ვახსენე.

როგორც შიდსით დაავადებული მიაჩნიათ კომერციულ სექს მუშაკებად, ისე – C ჰეპატიტით დაავადებულნი – ნარკომანებად. იმ განსხავვებით, რომ ასე თუ ისე, საქართველოში შიდსთან დაკავშირებული სტიგმის წინააღმდეგ ძალაინ ბევრი საინფორმაციო შხევდრა, აქცია, ღონისძიება, ფლეშმობი ტარდება. მეორესთან მიმართებით კი საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს სრულყოფილი ინფორმაცია.

სტიგმა-დისკრიმინაციის დასაძლევად საჭიროა იცოდე გადაცემის გზები. დასნეულება ხდება ინფიცირებულის ბიოლოგიური სითხის (სისხლი, სპერმა, საშოს გამონადენი, დედის რძე, ოფლი, ნერწყვი) ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ როცა შიდსთან გვაქვს საქმე, ჯანსაღმა ადამიანმა ინფიცირებულის 4 ლიტრა ნერწყვი უნდა დალიოს (ბოდიში ამ ინფორმაციის ამგვარად მოწოდებისათვის), რომ მის ჯანმრთელობას ოდნავ მაინც შექმნას საფრთხე.  ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია ჰეპატიტის ვირუსი და ინფიცირიებული მაქსიმალური ყურადრებით უნდა იყოს მობილიზებული, რომ მისი ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამაინებს არ შეჰყაროს ეს დაავადება. აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება.

გადაცემა ხდება:

1) სისხლის გზით;

2) სქესობრივი კონტაქტით;

3) ვერტიკალური გადაცემით (დედიდან შვილზე);

უსაფრთხო სექსი არაა მხოლოდ ბავშვის ჩასახვისაგან თავის დაცვის საშუალება (რამდენიმე წლის წინ მიკვირდა, რატომ შიძელბოდა ბავშვი ყოფილიყო “საფრთხე” :) ), არამედ, ჰეპატიტისა და სხვა აივ ინფექციის ორგანიზმში შეღწევსიაგან. ამიტომ, მეგობრებო, არ გააკეთოთ ეკონომია თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ გამოკვლევები. თუ სისხლის გაღებას გადაწყვეტთ, მადვე უფასო გამოკვლევებიც ჩაგიტარდებათ, თუ არა და, არსებობენ ორგანიზაციები, სადაც შიძლება ჩაიტაროთ გამოკვლევა სრულიად უსასყიდლოდ.

C ჰეპატიტი საკმაოდ მაღალ გრადუსზე კვდება და ერიდეთ ისეთ სალონებს, სადაც არ ხდება ინსტრუმენტების სათანადო წესით სტერილიზება. სალონებსი უმრავლესობაში გადახარშვა ხდება 80 გრადუსზე, რაც არ არის საკმარისი ამ ვირუსის მოსაკლავად. სასურველია ტემპერატურა 100 გრადუსს აღემატებოდეს და ხარშვის დრო – 3 წუთს. ბე ჰეპატიტის გასაუვნებელყოფად კი – 300 გრადუსი + 30 წუთი. ამიტომ, სადაც გეტყვიან, რომ ინსტუმენტებს 80 გრადუსზე უკეთებენ სტერილიზებას, ადექით და უკანმოუხედავად მოკურცხლეთ.

იგივე შეიძლება ითქვას ტატურების სალონებსა და სტომატოლოგიურ კაბინეტებზე. მიაქციეთ ყურადრება, რომ მელანი თქვენს თვალ წინ გახსნან, რამდენადაც თუ მასში მოხევედრილია ნემსი, რომელიც თქვენამდე ინფიქირებულ ადამიანს ჩხვლეტდა – ჩათვალეთ, რომ “საჩუქარი” ხელთ გიპყრიათ.

დაავადების გავრცელების მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, სავარაუდოდ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს! საქართველოში ექსპერტების გათვლებით 200 000 ადამიანია C ჰეპატიტის ვირუსით  ინფიცირებული, რაც ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 6,7%შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100-იდან 6 ინფიცირებულია. :/

ამიტომაც, მორჩით ინფიცირებულთა დისკრიმინაციას, ნუ გახდებით სტერეოტიპების მსხვერპლი!

ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არაფერი შეგემთხვევათ!  ყურადღება მიაქციეთ საკუთარსა და თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას, დროულად ჩაიტარეთ გამოკვლევები და მიიღეთ თავდაცვის ყველა აუცილებელი ზომა სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ.

უფრო მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ C ჰეპატიტის ვებპორტალს.

წვიმების სეზონი

დღეს დედაჩემმა მახარა, რომ წვიმებია გამოცხადებული…

ამდენი ყინვის შემდგომ მზე მხოლოდ რამდენიმე დღით მღირსებია. :(

C’mon, weather, are you kiddin’ me?!

არადა, მზეს განსაკუთრებული სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. :/

“ავღანური დღიურები” და “Laterna Magica”

კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გუშინ, 15 დეკემბერს 16 საათზე გაიმართა შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩის დიანა იანსეს “ავღანური დღიურებისა” და ინგმარ ბერგმანის “Laterna Magica-ს” პრეზენტაცია…

დახურულ ღონისძიებაზე ბლოგერის სტატუსით ვიყავით მიწვეულნი მე და მეგობრები, რისთვისაც დიდი მადლობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას, რომელმაც აგრეთვე, ხსენებული წიგნებითაც დაგვაჯილდოვა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ თავად ელჩი, რომელიც ჩემი მოსახელე გახლავთ, მთარგმნელი – ლიკა ჩაფიძე, ბატონი ბაკურ სულაკაური და ხსენებული სამინისტროს მესაჭე – ბატონი ნიკა რურუა.

Via ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ქალბატონმა ელჩმა წარწერა დამიტოვა წიგნზე: “ერთი დიანასაგან მეორესო”. ძალიან მომეწონა მისი უშუალობა და გადავწყვიტე, რომ ნამუშევრითაც კმაყოფილი დავრჩებოდი.

მოგვიანებით, როდესაც მარტო დავრჩი და მომეცა საშუალება “ცხენისათვის კბილების გასინჯვისა” – პირველივე გვერდიდან სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. წიგნი: ძალიან საინტერესო, ჩამთრევი, შეულამაზებელი. ავტორი: უზომოდ მახვილგონიერი, პირდაპირი, გემოვნებიანი. გავიგე, რომ სახელის გარდა კიდევ Belle And Sebastian – ის სიყვარულიც გვაერთიანებდა და გული დამწყდა, პრეზენტაციის დროს რომ არ ვიცოდი, რაოდენ საინტერესო პიროვნებას ვუსმენდი.

რაც შეხება მეორე წიგნს, ინგმარ ბერგმანის ”Laterna Magica”-ს, იმ დროისათვის შემოვინახავ, როცა სხვა საქმე არ მექნება, რადგანაც გონება მისი კითხვისას ზედმეტი რაღაცებით არ მქონდეს დაკავებული.

მოკლედ, მეგობრებო, თქვენც გირჩევთ მოინახულოთ წიგნის მაღაზიები და თუ არ შეიძენთ, იქვე (სადაც შესაძლებელია) წაიკითხოთ ქართულად ნათარგმნი ეს ორი შესანიშნავი გამოცემა “ათასწლეულის ტრილოგიასა” და ყველასათვის საყვარელ ადტრიდ ლინდგრენთან ერთად.

ვისაც მე და გრინმარი გეშლებით, მე მარჯვნივ, მარი - მარცხნივ. :)

აქვე დავამატებ და წელს ლიტერატურული თვალსაზრისით ჩემთვის შვედური წელი იყო (ოჯახის თვალსაზრისით ჯერ ყველაფერი ისევ ქართულია :) ). და ეს ჩემი მეგობრის დამსახურება სულაც არ არის. :D

საიდუმლოდ გაგიმხელთ, რომ უკვე თარგმნის პროცესშია ხსენებული ტრილოგიის შემდეგი ნაწილები. დაელოდეთ. იქამდე კი, გაეცანით ჩემს პოსტს პირველი წიგნის, დრაკონის ტატუიანი გოგონას შესახებ.

გუნდაობა – მწვადაობა თბილისის ზღვაზე…

მოგონება წლევანდელი ზამთრიდან…

ავტორი, ლიკო.

ტელეფონში მარიამის აკანკალებული ხმა რომ მომესმა, მაშინვე ვიფიქრე, ჩაიშალა ყველაფერითქო… არადა, ამინდი პირდაპირ მისწრება იყო ჩვენი გეგმების განსახორციელებლად… დიდი თოვლი იდო და კიდევ ბარდნიდა…. მარიამმა “მახარა” ოჯახში “პრობლემებს მიქმნიან” და დაგირეკავ ცოტა ხანშიო.… მეც ნელ-ნელა გამზადებას შევუდექი და სანამ დედაჩემიც მორალის კითხვას დაიწყებდა, სახლიდან გავიპარე…

მარიკოსთან

დღის გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: უპირველეს ყოვლისა, ვიკრიბებოდით მარისთან პირველის ნახევარზე (რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ორისთვის შეიძლება (!) ყველა მოსულიყო), მერე ვყიდულობდით ბევრ ხორცს და პურს და მივდიოდით სადმე სადაც დიდი თოვლი იქნებოდა… მარისკენ მიმავალმა, მშვენიერი ამბავი შევიტყვე – მარიამს ოჯახი “შეუბია” და უკვე გზაში იყო ისიც… (უფრო მეტიც, მე რომ მეგონა, რომ მხოლოდ ხმა უკანკალებდა, მოგვიანებით აღიარა: ასე ხმამაღლა და მოთქმით კარგა ხანია არ მიტირიაო, აფერისტ!)

მოკლედ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. მარისთან რაღა თქმა უნდა, პირველი გამოვცხადდი და სიამოვნებით დავეწვიე ლექსოს “ყიყლიყოსა” და მისსავე მომზადებულ “სამეფო” ყავაზე.. მალე ეკა და დიანაც გამოჩნდნენ და მხიარულებაც დაიწყო… დიანამ ფენი მოითხოვა თავისი ბეწვიანი ჩექმების გასაშრობად – ეკა კი “ქინდერის” კანფეტით გაგვიმასპინძლდა! Continue reading

პირველკლასელების ლეპტოპებზედ

უპირველესად, გილოცავთ ყველას სწავლის დაწყებას!

ჩემს მეგობრებს, კი – სწავლის დასრულებას (სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას)!

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა დღევანდელი დღის (15 სექტემბრის) შესახებ.

1) ძალიან მომეწონა ჯეოსელის ოთახი, რომლის შესახებაც ტელევიზორში გავიდა გადაცემა…

2) ასევე – კმაყოფილი ვარ იმ პროგრამებისა, რომლებიც მცირეწლოვანთათვის შეიმუშავეს (ჩემს დასთან (სკოლის მოსწავლე) ერთად მოვასწარი რამდენიმე სასარგებლო აპლიკაციის დაყენება-დათვალიერება)…

მაგრამ!!!!!!

სურათი აღებულია საგანმანათლებლო საიტიდან, ბუკი.ჯე

რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის ინფორმაცია, რაც ტელევიზორში ჟღერს. კერძოდ, დღეს თავად გავხდი მოწმე, როგორ დაურიგეს პატარებს ლეპტობები და ამასთან, როგორ გააფრთხილეს: გადმოგეცემათ 5 წლის ვადით და თუ კი დააზიანებთ, ჯარიმა უნდა გადაიხადოთ 400-500 ლარის ოდენობითო.

განვცვიფრდი. რამდენადაც:

  1. თუ კი ლეპტოპი გადაიცემა საკუთრებაში (როგორც ტელევიზიით აჟღერებენ), მაშინ რა ჯარიმა/სანქციაზეა საუბარი;
  2. ლეპტოპის გადმოცემა 5 წლის ვადით, სხვა არაფერია, თუ არა თხოვება და მფლობელობაში გადაცემა სარგებლობისათვის და თუ მართლა ასეა საქმე, მაშინ პირდაპირ თქვან ასე და რა საჭიროა ტყუილები;
  3. 6 წლის წინანდელი კომპიუტერი მიდგას სახლში და ძლივს ვწერ ამ პოსტს, შესაბამისად, ყველაფერს თავისი ამორტიზაციის ვადა აქვს. თუ 5 წლის შემდგომ მოსწავლეებს ლეპტობების უკან დაბრუნება მოსთხოვეს…  ა) ბავშვი, რომელიც თვლიდა, რომ ლეპტოპი აჩუქეს, იმედგაცრუებული დარჩება. ბ) ნორჩ პირველკლასელებს გადამუშავებული და კარგად “ნახმარი”/მეორადი და უვარგისი კომპიუტერი შეხვდებათ…  და გ) მე მაინც მიმაჩნია, რომ დარიგებული ლეპტოპები არ არის იმ ხარისხის, რომ 5 წელს გაძლოს და თუ ზემოხსენებულ ჯარიმებს გავითვალისწინებთ, სახელმწიფო არათუ ამ კომპიუტერებში დაბანდებულ თანხას დაიბრუნებს უკან, არამედ, მოგებასაც მიიღებს, რამდენადაც, არცერთი დარიგებული ლეპტოპის თვითღირებულება არ აღწევს ზმოხსენებულ თანხამდე.
  4. თუ აღნიშნული გაფთხილება კეთდება სკოლების ინიციატივით და 5 წლის გასვლის შემდგომ სკოლა ცდილობს ლეპტოპების მისაკუთრებას და ამასთან, ფულის გაკეთებას, მაშინ თხოვნით მივმართავ განათლების სამინისტროს, აღკვეთოს მსგავსი სახის ნებისმიერი ქმედება!

ეს არის ჩემი კომენტარი! მადლობა სახელმწიფოს, რომ ზრუნავს ჩვენზე. გადაგვეხადოს ასმაგად!