იცით როგორი დღეა?

მზითა და სითბოთი სავსე.

მშვიდად რომ წამოდგები ლოგინიდან...

გამოწეყობი მზის შესაბამის, ხალისიან ფერებში...

გაიხედავ აივანზე... დატკბები ამინდით.

მოკიდო ხელი შენს საყვარელ ჩანთას...

ფეხები საყვარელ ბაჩებს ანდო...

გახვიდე სასეირნოდ მეზობელ უბანში...

შეიარო ბიბლიოთეკაში...

დაავლო ხელი რომელიმე წიგნს...

ესტუმრო რომელიმე სკვერს, ბალახზე წამოკოტრიალდე და იკითხო...

ზღვისპირა ქალაქში რომ ცხოვრობდე, სანაპირო საკუეთესო ალტერნატივა იქნებოდა...

საღამოს საყვარელი ადამიანსაც ნახავდა კაცი...

მე კიდევ, სახლში ვზივარ, ზებუნებრივს ვუყურებ და ყველაფერი მეზარება…

ჰელადოს

IMG_3802

დღეს აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმარტა სპექტაკლ “ჰელადოს” პრემიერა, რომელსაც ესწრებოდა აფხაზეთის განათლების სამინისტრო, საბერძნეთის წარმომადგენლობა საქართველოში და ქალბატონი გიული ალასანია.

პრემიერამ წარმატებულად ჩაიარა. წარმოდგენა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა და ჩემს პატარა მეგობრებს აცრემლებული თვალები ჰქონდათ დასასრულს. მათგან განსხვავებით, მე დასაწყისში მომაწვა ჩემი მშობლიური ქალაქის მონატრება.

გიტოვებთ რამდენიმე სურათს.

საყვარელი სცენები შერლოკიდან

მეათე ადგილი

  Continue reading

მარიკოსა და ლექსოს ქორწილი

ასე, ერთი წლის წინ პოსტს დაგპირდით. როცა რაღაცას ვიძახი, მერე მეზარება ხოლმე გაკეთება, ყოველთვის მირჩევნია, არ ვთქვა წინასწარ და…

თქვენს წინაშეა ჩემი უსაყვარლესი წყვილის ქორწილის ფოტოები.
დღეს მარიკო და ლექსო უკვე პატარა ნატალიას მშობლები არიან.

რა სწრაფად გადის დრო. არადა, თითქოს, გუშინ იყო 2010 წლის 25 ნოემბერი.
Continue reading

სოფელში დეიდა მაროსთან

ზაფხულის პირველ-ორ თვეს თვითგვემას ვეძლეოდი, მეთქი, ქალაქში ამომხდება სული… ივნისი და ივლისი შარშანდელთან შედარებით რაღაცნაირად უაზრო გამოდგა. თან სამაგისტრო მქონდა საწერი.

არსად მეჩქარებოდა, “მაგრამ რა იცი, რა ხდებას” პრინციპით შევუთანხმდი ჩემი თემის ხელმძღვანელს, რომ 3 აგვისტოს უსიკვდილოდ გადავუგზავნიდი დასრულებულ ნამუშევარს.  ნუ, წინ კიდევ თვე მქონდა, მაგრამ არ მინდოდა ბოლოს უწა-უწად გადარბენაზე ვყოფილიყავ. და კარგიც ვქენი, იმიტომ, რომ იმავე საღამოს მარიამმა მომწერა – სკაიპში შემოდიო.

ჰმ… რამდენიმე დღით ადრე გავუბრაზდი, რადგანაც მარტო მაშინ მწერდა, როცა ან სურათები მქონდა გასაგზავნი, ან რამე პროგრამას ეძებდა. და გაოცებული დავრჩი, როდესაც შემომთავაზა მის სოფელში წასვლა მეგობრებთან ერთად. მე, ლიკო, გაბერილი მარი და მარუსა ვიქნებოდით.

რა თქმა უნდა, დავთანხმდი. თან ლექსო და მარი გამომივლიდნენ იქეთობისას და სრული კომფორტით ვიმზავრებდი. წავედი.

ლიკო და დეიდა მარო უკვე ადგილზე დაგვხდნენ. ქვედა სურათი ასახავს, თუ როგორ გაუხარდა პირველს ჩემი დანახვა. ხოლო ანი (მარიამის მეზობელი და ნათესავი) თავს მავთულის შარავანდედს ადგამს ჩემს მეგობარს. ფრთებიღა აკლია და ხორცშესხმული ანგ(ვ)ელოზია.

კასპის რაიონის სოფელ ახალციხეში მასპინძლები ჩვენი ჩასვლისთანავე შეუდგნენ, როგორც კუკუ იტყოდა: “კარტოფილის მოთლას”. მარიკო ნატალიაზე იყო ორსულად და დავაბრძანეთ თავის სამფლობელოზე. Continue reading