Category Archives: სასაცილო
შეყვარებული იურისტის წერილი
გუნდაობა – მწვადაობა თბილისის ზღვაზე…
მოგონება წლევანდელი ზამთრიდან…
ავტორი, ლიკო.
ტელეფონში მარიამის აკანკალებული ხმა რომ მომესმა, მაშინვე ვიფიქრე, ჩაიშალა ყველაფერითქო… არადა, ამინდი პირდაპირ მისწრება იყო ჩვენი გეგმების განსახორციელებლად… დიდი თოვლი იდო და კიდევ ბარდნიდა…. მარიამმა “მახარა” ოჯახში “პრობლემებს მიქმნიან” და დაგირეკავ ცოტა ხანშიო.… მეც ნელ-ნელა გამზადებას შევუდექი და სანამ დედაჩემიც მორალის კითხვას დაიწყებდა, სახლიდან გავიპარე…

მარიკოსთან
დღის გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: უპირველეს ყოვლისა, ვიკრიბებოდით მარისთან პირველის ნახევარზე (რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ორისთვის შეიძლება (!) ყველა მოსულიყო), მერე ვყიდულობდით ბევრ ხორცს და პურს და მივდიოდით სადმე სადაც დიდი თოვლი იქნებოდა… მარისკენ მიმავალმა, მშვენიერი ამბავი შევიტყვე – მარიამს ოჯახი “შეუბია” და უკვე გზაში იყო ისიც… (უფრო მეტიც, მე რომ მეგონა, რომ მხოლოდ ხმა უკანკალებდა, მოგვიანებით აღიარა: ასე ხმამაღლა და მოთქმით კარგა ხანია არ მიტირიაო, აფერისტ!)
მოკლედ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. მარისთან რაღა თქმა უნდა, პირველი გამოვცხადდი და სიამოვნებით დავეწვიე ლექსოს “ყიყლიყოსა” და მისსავე მომზადებულ “სამეფო” ყავაზე.. მალე ეკა და დიანაც გამოჩნდნენ და მხიარულებაც დაიწყო… დიანამ ფენი მოითხოვა თავისი ბეწვიანი ჩექმების გასაშრობად – ეკა კი “ქინდერის” კანფეტით გაგვიმასპინძლდა! Continue reading
I Love The Cereal Guy
ბატონო ნოდარ ანუ “თქვენც სუ და ჩვენც სუ…”
თქვენი ხათრით ვისწავლე კითხვა. და როცა თამარამ დამთაგა, სხვაზე როგორ დავწერდი, ხელის აუკანკალებლად?!

ბებო მიყვებოდა თქვენსა და პაპაჩემზე: მეგობრები იყვნენ და ჩვესასაც ბევრჯერ ყოფილა სტუმრადო... ჩემი სამი აუხდენელი ოცნება: ბაბუაჩემისა და თქვენი გაცნობა და სოხუმი... ეჰ.
პატარა რომ ვიყავი, დედამ მაზიარა ზურიკელასა და გიგილოს სამყაროს. მერე, ერთბაშად გამომიცხადა – “დანარჩენი შენითო” და მეც ვერ მოგწყდით… მანამ-სანამ თქვენს ყველა ნამუშევარში ცხვირი არ ჩავყავი. საოცარია, პატარა და კოხტა ცხვირი რომ მაქვს!
სკოლაში რომ შევედი და სასწავლო ნაწილის წინ წარვსდექი, საერთო აღფრთოვანება თქვენი ლექსით დავაგვირგვინე. მახსოვს, როგორ ვიდექი მამაჩემის მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილ უსაყვარლეს კაბაში და ვკითხულობდი:
როცა ავად ვიყავი,
ვსვი და ვყლაპე წამალი
და დედიკომ საჩუქრად
მომიყვანა მამალი.
ერთხელ ძია გვესტუმრა,
ბაბუამ თქვა:- რა ვქნათო?-
ბებიამ თქვა:- სასწრაფოდ
მამლაყინწა დავკლათო.-
ჰოდა, ეს რომ გავიგე,
მამალს ხელი დავავლე
და ბებიას უჩუმრად
კარადაში დავმალე.
მერე იცით, რა მოხდა?
ბებომ შიშით იკივლა…
იმ სულელმა მამალმა
კარადაში იყივლა.
რომ დავასრულე, ყველა ტაშს მიკრავდა, ეს რა კარგი გოგო ყოფილაო.
პატარას მეტი რაღა მინდოდა.
დრო გადიოდა, ვიზრდებოდი და თქვენს შემოქმედებაში ყოველთვის მოიპოვებოდა ჩემი ასაკის შესაფერისი მოთხრობა/ლექსი/ჩანახატი/რომანი…
როცა პირველად ვადგენდი წარმოსახვაში იდეალური ბიჭის სურათს, შემდეგი ნაწყვეტის წაკითხვის მერე მივხვდი, რომ არასწორი მიმართულებით წავედი:
- რა გინდა ქალო, რომ დამტკვირე ცოცხლად, მაცივარი გაქვს?
- მაქვს!
- სარეცხი მანქანა?
- მაქვს!
- ტელევიზორი?
- კი.
- აბა რა გაკლია?
- კუბო, რომ ჩაგასვენო და გაგასვენო! Continue reading


