აწ უკვე ორმაგად დიპლომირებული იურისტი ვარ.
15-ში მქონდა დაცვა. აქამდე ჩუმად იმიტომ ვიყავი, რომ ქულა არ ვიცოდი და დღეს დადეს სმს.თსუ.ჯი-ზე…
ნამდვილად არ ველოდი, რომ თემაში 60-იდან 55-ს დამიწერდნენ. არც ის მეგონა, დაცვაზე თუ ასეთი კეთილგანწყობილნი იქნებოდნენ ჩემ მიმართ, მაშინ როცა კოშმარული კითხვები დაუსვეს მეგობრებს. არც იმის ილუზია მქონდა, რომ ასეთი მაღალი ქულა მეყოლებოდა საბოლოო ჯამში. მაქსიმუმ 75-ს თუ მივიღებ, მეთქი… ვფიქრობდი რამდენიმე თვის წინ.
მაპატიეთ, ზედმეტად ემოციური ვარ. უბრალოდ, მიხარია.
კომისიის წინ რომ წარვსდექი, გული სასტიკად მიცემდა. ვისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ჩემს თემას ფურცლავდა და როცა მითხრეს, დაიწყეო, ხმაში ნერვიულობა დამეტყო. მერე ბატონ თედოს თვალი მოვაშორე და ჩემს ხელმძღვანელს შევხედე. ეგრევე დავმშვიდდი. როცა ხმა გავაკონტროლე ბოლომდე, მერე სხვებსაც გადავხედე. თვალით კონტაქტი დავამყარე…
დეკანის, ბატონი ბესოსა და თედოს გარდა კიდევ სამი ადამიანი იყო ოთახში. სამივე მანდილოსანი, აქედან – 2 სემინარის ხელმძღვანელები, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს.
მათაც შევავლე თვალი და თავი სამშვიდობოს დავიგულე. მერე კითხვა დამისვეს, რომელსაც ვუპასუხე. მერე კიდევ რაღაც, და დისკუსია გაიმართა… და ბატონმა თედომ რომ ამოიხედა ჩემი ნაშრომიდან, მეთქი, ცუდად არის ჩემი საქმე… და უცებ, მეუბნება: თქვენი თემა ამოწურულია, გმადლობთ…
პირველი რეაქცია: მოიცადეთ, საუბარი მინდა… ჯერ არ დამისრულებია…
მეორე – უფ – მორჩა!!!
არც გამოყენებული ლიტერატურისთვის გავულანძღივარ არავის (ჩემი კურსელები მიხვდებიან, რატომაც ვამბობ) და არც თეორიიდან დაუსვამთ დამაბნეველი და ჩამჭრელი კითხვები…
გამოვედი, თავს ვეკითხებოდი, დია, იღბლიან ვარსკვლავზე ხარ გაჩენილი?
მაგრამ რაც მეტი დრო გადიოდა, ვხვდებოდი, რომ იღბალიც შუაშია, თუმცა, დიდად – არა. ყველაფერი 17 წლის დაუღალავი შრომის შედეგია. არ ვამბობ, რომ მარტო ჩემი – პირველი რამდენიმე წელი – დედაჩემის. მერე – ჩემი და მერე – სახელის… იმიტომ, რომ ჯერ შენ მუშაობ სახელზე და მერე – ის შენზე. ამ შემთხვევაში – ჯერ მე ვმუშაობდი სამაგისტროზე და მერე, თემა – ჩემზე. ხოდა, ჩვენ ეს შევძელით.
მადლობა ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მაინც მიგიძღვით ნებისმიერი კუთხით.
ჩემი სამაგისტრო თემა, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ დასახვეწია, როგორც ტექნიკურად, ისე გრამატიკულად და სამართლებრივადაც, შვილივით შემიყვარდა. ჩემი ხელმძღვანელი – მამასავით.
ხოდა, როგორც ნინიამი იტყოდა: “გასრულდა ამბავი ესე”.
ახლა უკვე ჩემი ცხოვრების წიგნის სხვა თავზე გადაფურცვლის დროა…

წინაზე რომ გითხარით, საკუთარ თავს გვიან ღამე არ უსმინოთ ხოლმე... აი, რჩევა, სმენის ნაცვლად რა უნდა ჰქნათ. გამოიძინეთ!
წარმატებები მისურვეთ!
იქამდე კი ისევ მოსაწყენი ბლოგერი ვიქნები, რომელსაც სურს საკუთარი თავის დამკვიდრება, აწ უკვე დროც თავზესაყრელად აქვს მაგრამ არ სურს ეს ყოველივე ბლოგინგის საშუალებით მოახდინოს (ანინას 

