პატარა რომ ვიყავი, ყოველ ორ იანვარს ბაბუაჩემთან ავდიოდით, იმიტომ, რომ იუბილარი გახლდათ. 2005 წელის ზაფხულში გარდაიცვალა, მათემატიკის გამოცდის წინა დღეს და შესაბამისად, ვერ მოესწრო ჩემს სტუდენტობას.
ისე მოხდა, რომ ამავე წელს ახალ ტრადიციას ჩაწყარა საფუძველი. ყოველ ბედობას… არა, აბანოში არ მივდივართ, მაგრამ მეგობრები მარიამს ვსტუმრობთ. აგერ უკვე მეშვიდე წელია, ერთადა ვართ. ისე მოხდა, რომ პირველში დავადექით ქალბატონს და ერთმანეთს დავებედეთ გვიანობამდე. მერე დავიშალეთ.
სახლში რომ მოვედი, რატომღაც, დავიგრუზე… მერე გამახსენდა, რომ ღამით საკუთარი თავის ყველაზე საშინელი მტრები ვართ, კომპი და მასთან ერთად დამგრუზველი მუსიკა (მაგალითი იხილეთ დაბლა, ვიდეოში) გამოვრთე.
მერე ქინდლიში ჰერბერტ ფრანკის Dune დავიწყე. ბავშვობაში მქონდა ნანახი ფილმი და ძალიან მიყვარდა…
დილით ჩამეძინა. გაღვიძებულზე Terra Nova – ს სერიები რომ მქონდა სანახავი, ვუყურე. 7 ცალს.
მერე, გამახსენდა, რომ ორი გოგრის თესლი მქონდა სამზარეულოში და დავიწყე დარჩევა. აი, ამდენი იყო:ერთ სერიას ვარჩევდი, მეორე სერიის ნახევარს – ვხალავდი და სამ სერიას ვფრცქვნიდი:
ვინმეს თუ რამე გაქვთ დასაფქვავი, მოდით – უფასო წისქვილი მაქვს. ოღონდ, ბლომად წყალიც მოაყოლეთ… ისეთი მარილიანი იყო, სამ დღეს ტუჩები მეწვოდა.
მოკლედ, ამ პოსტის გამოქვეყნება იმიტომ დამიგვიანდა, რომ “ჩემი როკ & როლი” მსურდა ამეტვირთა სადმე და აუდიოს სახით ჩამესვა ვორდპრესზე, მაგრამ იმდენ ხანს ვეწვალე, რომ არაფერი გამომივიდა. ხოდა, მომეშალა ნერვები. ის კი არა, საუნდ ქლაუდზეც არ ამატვირთვინა ახლა. მომეშალა ნერვები.
ხოდა, ჯადოსნური ჯოხის მოქნევით, ეს პოსტი გამოქვეყნდება 15-ში – ძველით ბედობისას, როცა მეგობრებთან ერთად ვიქნები კარაოკე ბარში. აი, ასე.
არ მჯერა ამ ბედობის, მაგრამ იმედია, გამოქვეყნების დღეს უკეთესად გავერთობი და გავატარებ, ვიდრე 2 იანვარს.
რომელიც ჩემს ხელთ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. აღმოსავლეთ საქართველოში ზღვა არ არის (თბილისის წყალსაცავს თუ არ ჩავთვლით), ამიტომ, გამიკვირდა, რომ უსტარი ბოთლში იყო მოთავსებული. ქილას ეტიკეტზე Villányi ეწერა…
მოკლედ, გიფორვარდებთ თქვენ. მე ვიცანი როგორც ადრესატი, ისე – ავტორი. დარწმუნებული ვარ, თქვენც მიხვდებით მათს ვინაობას და შედეგად, ის თუ არ წაიკითხავს, ვისთვისაც დაიწერა, ავტორს რჩევას მაინც მისცემთ…
დავაზუსტებ, ეს ჩემი “ქმნილება” არ არის, მაგრამ სიტუაცია ძალზედ ნაცნობია. Continue reading →
ზაფხულის პირველ-ორ თვეს თვითგვემას ვეძლეოდი, მეთქი, ქალაქში ამომხდება სული… ივნისი და ივლისი შარშანდელთან შედარებით რაღაცნაირად უაზრო გამოდგა. თან სამაგისტრო მქონდა საწერი.
არსად მეჩქარებოდა, “მაგრამ რა იცი, რა ხდებას” პრინციპით შევუთანხმდი ჩემი თემის ხელმძღვანელს, რომ 3 აგვისტოს უსიკვდილოდ გადავუგზავნიდი დასრულებულ ნამუშევარს. ნუ, წინ კიდევ თვე მქონდა, მაგრამ არ მინდოდა ბოლოს უწა-უწად გადარბენაზე ვყოფილიყავ. და კარგიც ვქენი, იმიტომ, რომ იმავე საღამოს მარიამმა მომწერა – სკაიპში შემოდიო.
ჰმ… რამდენიმე დღით ადრე გავუბრაზდი, რადგანაც მარტო მაშინ მწერდა, როცა ან სურათები მქონდა გასაგზავნი, ან რამე პროგრამას ეძებდა. და გაოცებული დავრჩი, როდესაც შემომთავაზა მის სოფელში წასვლა მეგობრებთან ერთად. მე, ლიკო, გაბერილი მარი და მარუსა ვიქნებოდით.
რა თქმა უნდა, დავთანხმდი. თან ლექსო და მარი გამომივლიდნენ იქეთობისას და სრული კომფორტით ვიმზავრებდი. წავედი.
ლიკო და დეიდა მარო უკვე ადგილზე დაგვხდნენ. ქვედა სურათი ასახავს, თუ როგორ გაუხარდა პირველს ჩემი დანახვა. ხოლო ანი (მარიამის მეზობელი და ნათესავი) თავს მავთულის შარავანდედს ადგამს ჩემს მეგობარს. ფრთებიღა აკლია და ხორცშესხმული ანგ(ვ)ელოზია.
კასპის რაიონის სოფელ ახალციხეში მასპინძლები ჩვენი ჩასვლისთანავე შეუდგნენ, როგორც კუკუ იტყოდა: “კარტოფილის მოთლას”. მარიკო ნატალიაზე იყო ორსულად და დავაბრძანეთ თავის სამფლობელოზე. Continue reading →