მარჯვენა VS მარცხენა

საუბარია, რაღა თქმა უნდა, ტვინის ნახევარსფეროებზე.

მარცხენა ნახევარსფერო:

<a
მეცნიერია. მათემატიკოსია. უყვარს ნაცნობი. კატეგორიებად დაყოფა უყვარს. ყურადებიანია. ანალიტიკოსია. სტრატეგია. პრაქტიკულია. ყოველთვის ახოერციელებს კონტროლს. სიტყვებისა და ენის მეუფე. რეალისტი. თამაშობს ციფრებითა და განტოლებებით. წესრიგია. ლოგიკაა. ზუსტად იცის ვინცაა.

მარჯვენა ნახევარსფერო:

კრეატიულობაა. თავისუფალი სულია. ვნებაა. მგრძნობელობაა. სიცილ-ხორხოცის ხმაა. გემოვნებაა. ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა გავლისას აღქმული შეგრძნებაა. მოძრაობაა. ნათელი, ცოცხალი ფერებია. ცარიელი სივრცეების გაფერადების დაუოკებელი სურვილია. უსაზღვრო წარმოსახვაა. ხელოვნებაა. პოეზია. გაცნობიერება. ზუსტად ისაა, ვინც უნდა რომ იყოს.


რომელი ნახევარსფეროა დომინანტი შენს შემთხვევაში? იქნებ ორივე თანაბრად გაქვს განვითარებული? მე მაინც მგონია, რომ ყველას ერთი აქვს უფრო გამოკვეთილი.

დაეზღვიე… ქორწინებისაგან…

რაც უდნა მოხდეს, თქვენ 8,5%-ს გამოიმუშავებთ...

ოდესღაც ჩემმა ორმა ჭკვიანმა კურსელმა მოისაზრა მეორედ მოსვლისაგან დაზღვევა. ეს ისე, სურათზე გამახსენდა. დღეს კი მსურს ქორწინების დაზღვევაზე მოგითხროთ.

მსოფლიოში უკვე გავრცელდა საქორწინო დაზღვევები, რაც მოიცავს კაბისა და კოსტიუმის დაზიანების, ფეხსაცმლზე ქუსლის მოტეხვის, ბეჭდის დაკარგვის, ტორტის ბანკეტამდე განადგუერბის და სხვა მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევისას წარმოშობილი ხარჯის ანაზღაურებას. თანხა დიდი არ არის, 1000$-მდე. ზოგიერთი იშვიათი გამონაკლისი კომპანია ამ ოდენობას 7000$-მდეც ზრდის.

დაეზღვიე წვიმისაგან შენი ქორწილის დღეს!

საინტერესოა, რომ რამდენიმე კომპანია ქორწინების ჩაშლისას გამოწვეულ ხარჯებსაც ფარავს, მაგრამ ჩაშლა დაგეგმილ თარიღამდე 180 დღით ადრე უნდა მოხდეს. ამასთან, ფული უნაზღაურდება ფინანსისტს და არა ყოფილ სასიძოსა და ყოფილ საპატარძლოს.

ამ ეტაპისათვის, მეტი არაფერია ისეთი, რასაც თქვენი ყურადღების ღირსად ჩავთვლიდი. მეგონა, ეს მიმართულება მეტად განვითარებული იქნებოდა, თუმცა ეგ არაფერი, მომავალი ჩვენია. უნდა ითქვას, რომ ძიების შედეგებით იმედგაცრუებული უფრო იმიყომ დავრჩი, რომ სხვანაირ რაღაცას ვეძებდი და არა იმას, რასაც გადავაწყდი.

მე ხომ ქორწინებას ისეთ მოვლენად განვიხილავდი, რომელიც ახლოსაა “უბედურ შემთხვევებთან” და არამარტო – სადაც ნაზღაურდება მშობიარობა, იქვე ქორწინებაც უნდა ანაზღაურდეს თავის ნიშნობიან-ყველაფრიანად.

აბა, სადაზღვევო კომპანიებო, აიტაცეთ ჩემი წინადადება და შემოგვთავაზეთ საინტერესო პაკეტები (მეორეს მოსვლასთან დაკავშირებულ დაზღვევაზე არა, ოღონდ)!

C ჰეპატიტი – საფრთხე, რომელიც ყველას გვემუქრება

მარტის დასაწყისში ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში გაიმართა ტრენინგი ბლოგერებისთვის, თემაზე:  ”C ჰეპატიტი – მასთან დაკავშირებულ სტიგმა-დისკრიმინაცია და საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირების აუცილებლობა”.

რა თქმა უნდა, მეც მივიღე მონაწილეობა, რადგანაც ამ დაავადების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი და ვისაც ვკითხე, კარგად ვერავინ ამიხსნა, ამიტომაც, სულ სხვა ავადმყოფობასთან ასოცირდებოდა.

სემინარი საკმაოდ ინფორმაციული გამოდგა. ადრე ამ საკითხზე გამართულ დავებსა და დისკუსიებში მონაწილეობას არ ვიღებდი, მხოლოდ ჩუმად ვისმენდი, რამდანადაც ბევრი არაფერი ვიცოდი და არც რამე მქონდა სათქმელი.  მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

ყველაზე მეტად მაინც ჩემ მიერ ტაქსის მძღოლის “განათლების”მცდელობა დამამახსოვრდა. როგორღაც ცამოვარდა ამ თემაზე საუბარი და ეგერვე შევეჩეხე სტერეოტიპს: “ცე ჰეპატიტით ინფიცირებული? ნარკომანი?”. და აი აქ ჩავიხვიე, რომ ხსენებული ვირუსული დაავადება შიდსზე უფრო სწრაფად ვრცელდება და საკმარისია ჭრილობაზე ინფიცირებულის ბიოლოგიური სითხე მოგხვდეს…

და აქ მესაჭემ იკითხა:

“რა, ხელი არ უდნა გამეკაწროს?”

და გავჩუმდი. :)

მოკლედ, საქართველოში საკმაოდ სავალალო მდგომარეობა გვაქვს – C ჰეპატიტით დაახლოებით 200,000 ადამიანია ინფიცირებული. დაახლოებით – იმიტომ, რომ ბოლო კვლევა რამდენიმე წლის წინ ჩატარდა და თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება ეს ვირუსი…

ჩემთვის ნამდვილად სიახლე აღმოჩნდა ის ინფორმაცია, რომ “ალერსიანი მკვლელი” განკურნებად დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. მართალია, მკურნალობა საკმაოდ ძვირი ღირს, იმდენად ძვირი (20,000$ +), რომ ინფიცირებული 200,000-ის მხოლოდ 1 პროცენტს თუ მიუწვდება ხელი და შესაბამისად, მხოლოდ 2000 ადამიანს ჩაუტარდა სრული კურსი საქართველოში. თუმცა, გამოჯანმრთელების შანსები საკმაოდ მაღალია.

არსებობს რამდენიმე გენოტიპი, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება მკურნალობის ღირებულება და ხანგრძლივობა. სამკურნალოდ გამოიყენება სამი ყველაზე პოპულარული პრეპარატია: რიბავირინი (ყოველდღიური ტაბლეტები, პეგილირებული ინტერფერონი (ყოველკვირეული ნემსები კუნთში) და პროცეპრევირი. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ არც ერთი წამალი არ უნდა გამოტოვო კურსის მანძილზე, თორემ, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. კურსის დასრულებიდან ექვსი თვის შემდგომ ტარდება განმეორებითი ტესტირება, თუ აღმოცნდება, რომ ვირუსმა ორგანიზმი დატოვა, ე.ი. თქვენ ამ სენს თავი დააღწიეთ! გილოცავთ! მაგრამ თუ ის კვლავ აღმოგაჩნდათ, მაშინ განმეორებით მკურნალობას აზრი აღარ აქვს.

საქართველოში არ არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ამ სნეულებით დაავადებულთათვის ფინანსებს გამოჰყოფდა. არც სახელმწიფო ბიუჯეტითაა გათვალისწინებული სახსრები ამ მიმართულებით. რეალურად, ინფიცირებულთა და მათი ოჯახის წევრების გარდა ეს საკითხი მცირე ჯგუფებს თუ აწუხებს.

ყველა სიკეთესთან ერთად, ინფიცირებულთა მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციას. მათ ხშირად “სოციალურად უპერსპექტივო” ჯგუფს მიაკუთვნებენ და ახორციელებენ სტიგმას, რასაც ტრადიცილი მედიაც საკმაოდ უწყობს ხელს – სტერეოტიპების დანერგვით – ერთ-ერთი ზემოთ უკვე ვახსენე.

როგორც შიდსით დაავადებული მიაჩნიათ კომერციულ სექს მუშაკებად, ისე – C ჰეპატიტით დაავადებულნი – ნარკომანებად. იმ განსხავვებით, რომ ასე თუ ისე, საქართველოში შიდსთან დაკავშირებული სტიგმის წინააღმდეგ ძალაინ ბევრი საინფორმაციო შხევდრა, აქცია, ღონისძიება, ფლეშმობი ტარდება. მეორესთან მიმართებით კი საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს სრულყოფილი ინფორმაცია.

სტიგმა-დისკრიმინაციის დასაძლევად საჭიროა იცოდე გადაცემის გზები. დასნეულება ხდება ინფიცირებულის ბიოლოგიური სითხის (სისხლი, სპერმა, საშოს გამონადენი, დედის რძე, ოფლი, ნერწყვი) ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ როცა შიდსთან გვაქვს საქმე, ჯანსაღმა ადამიანმა ინფიცირებულის 4 ლიტრა ნერწყვი უნდა დალიოს (ბოდიში ამ ინფორმაციის ამგვარად მოწოდებისათვის), რომ მის ჯანმრთელობას ოდნავ მაინც შექმნას საფრთხე.  ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია ჰეპატიტის ვირუსი და ინფიცირიებული მაქსიმალური ყურადრებით უნდა იყოს მობილიზებული, რომ მისი ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამაინებს არ შეჰყაროს ეს დაავადება. აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება.

გადაცემა ხდება:

1) სისხლის გზით;

2) სქესობრივი კონტაქტით;

3) ვერტიკალური გადაცემით (დედიდან შვილზე);

უსაფრთხო სექსი არაა მხოლოდ ბავშვის ჩასახვისაგან თავის დაცვის საშუალება (რამდენიმე წლის წინ მიკვირდა, რატომ შიძელბოდა ბავშვი ყოფილიყო “საფრთხე” :) ), არამედ, ჰეპატიტისა და სხვა აივ ინფექციის ორგანიზმში შეღწევსიაგან. ამიტომ, მეგობრებო, არ გააკეთოთ ეკონომია თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ გამოკვლევები. თუ სისხლის გაღებას გადაწყვეტთ, მადვე უფასო გამოკვლევებიც ჩაგიტარდებათ, თუ არა და, არსებობენ ორგანიზაციები, სადაც შიძლება ჩაიტაროთ გამოკვლევა სრულიად უსასყიდლოდ.

C ჰეპატიტი საკმაოდ მაღალ გრადუსზე კვდება და ერიდეთ ისეთ სალონებს, სადაც არ ხდება ინსტრუმენტების სათანადო წესით სტერილიზება. სალონებსი უმრავლესობაში გადახარშვა ხდება 80 გრადუსზე, რაც არ არის საკმარისი ამ ვირუსის მოსაკლავად. სასურველია ტემპერატურა 100 გრადუსს აღემატებოდეს და ხარშვის დრო – 3 წუთს. ბე ჰეპატიტის გასაუვნებელყოფად კი – 300 გრადუსი + 30 წუთი. ამიტომ, სადაც გეტყვიან, რომ ინსტუმენტებს 80 გრადუსზე უკეთებენ სტერილიზებას, ადექით და უკანმოუხედავად მოკურცხლეთ.

იგივე შეიძლება ითქვას ტატურების სალონებსა და სტომატოლოგიურ კაბინეტებზე. მიაქციეთ ყურადრება, რომ მელანი თქვენს თვალ წინ გახსნან, რამდენადაც თუ მასში მოხევედრილია ნემსი, რომელიც თქვენამდე ინფიქირებულ ადამიანს ჩხვლეტდა – ჩათვალეთ, რომ “საჩუქარი” ხელთ გიპყრიათ.

დაავადების გავრცელების მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, სავარაუდოდ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს! საქართველოში ექსპერტების გათვლებით 200 000 ადამიანია C ჰეპატიტის ვირუსით  ინფიცირებული, რაც ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 6,7%შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100-იდან 6 ინფიცირებულია. :/

ამიტომაც, მორჩით ინფიცირებულთა დისკრიმინაციას, ნუ გახდებით სტერეოტიპების მსხვერპლი!

ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არაფერი შეგემთხვევათ!  ყურადღება მიაქციეთ საკუთარსა და თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას, დროულად ჩაიტარეთ გამოკვლევები და მიიღეთ თავდაცვის ყველა აუცილებელი ზომა სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ.

უფრო მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ C ჰეპატიტის ვებპორტალს.

იგუგლები?

თუ გუგლმა არაფერი იცის შენზე, ე.ი. მთლად კარგად ვერა ხარ ინტერნეტ ტექტოლოგიებში გარკვეული და არც მცირეოდენი პოპულარობით სარგებლობ. ორი სიტყვით, ადამიანთა რაღაც კატეგორიისათვის – “არ არსებობ”.

უკვე დიდი ხანია, პერიოდულად ვსერჩავ ჩემს თავს ხსენებულ საძიებო სისტემაში და რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზედ ინფორმაციის მოცულობა იზრდება.

ნუ, ბევრი საინტერესო რამ გავიგე. ჩემს გარდა კიდევ 3 დიანა კვარაცხელია აღმოვაჩინე. სამივე საკმაოდ ადრე.

1) მაღლივის სტუდენტი გახლდათ, რომელიც შემდგომში გაირკვა, ჩემი დაქალის კლასელი ყოფილა. გაგაცნობთ ერთმანეთსო, მაგრამ არ მომინდა, რატომღაც. ამ მეგობრის ნიუს ფიდში რომ ამოხტებოდა, რაღაცნაირი შეგრძნება მიჩნდებოდა… კიდევ კარგი, მე ქართული უნიკოდით მქონდა ჩემი სახელი დაფიქსირებული, თორემ რამდენ გაურკვევლობას გამოიწვევდა.

2) პირველად ამ ქალბატონის შესახებ ნეტით არ გამიგია. გასაუბრებაზე რომ ვიყავი იუსტიციის სამინისტროში, იქ მაცნობეს – შენ განსაკუთრებულად გელოდებოდითო. მაშინ მესამე კურსზე ვიყავი და მომავალი წლისათვის დამიბარეს, რამდენადაც, მოთხოვნებს არ ვაკმაყოფილებდი (მეოთხე კურსის სტუდენტი სურდათ) და ეს უკვე კონკურსის დასკვნით ეტაპზე მახარეს. იმის მერე კიდევ ბევრი დრო გავიდა და რეესტრში მუშაობისას კანცელარიის აქაუნთის მონაცემები მომცეს… ყველას საკუთარი სახელი და გვარი ჰქონდა. მე კიდევ ჩემი ფურცელი სახლში დამრჩა და სახელი და გვარით რომ შევედი, რაღაც სხვანაირი ინტერფეისი ამომიგდო. დოკუმენტაციის შევსებაზეც ყველაფერი არასწორად გამოვიდა. მერე სახლში ვნახე, რომ ჩემი იუზერნეიმი გახლდათ: დიანა_კვარაცხელია1 :დ და მერე მივხვდი, თუ რაში იყო საქმე…

3) მესამე კიდევ პროფესორია, არ მახსოვს რისი. ქიმია, ფიზიკა ან ბიოლოგია და უცხოეთში მოღვაწეობს.

რა თქმა უნდა, ძირითადი ინფორმაცია ჩემზეა. ვერ დავიკვეხნი ამ ინფორმაციის შინაარსზე, რამდენადაც – ძირითადად სხვადასხვა საიტზე ჩემს აქაუნთებს შხვდებით.

ეს ყველაფერი ძალიან კარგი. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. სანამ ძირითად სათქმელზე გადავიდოდე, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა გუგლ ლატიტუდზე. ეს არის გუგლ მეფსის დამატება (?), სადაც შეგიძლია დააფიქსირო შენი ამჟამინდელი ადგილმდებარეობა, დაიმატო მეგობრები და გაუზიარო მათ ინფომაცია, თუ სად იმყოფები მოცემულ მომენტში. ერთი სიტყვით, ძალიან მაგარია.

მაგრამ…

იყო დრო, როდესაც ჩემი სახელისა და გვარის დაფიქრისრებას ვერიდებოდი ნეტში. მერე გავთამამდი. ახლა ხომ საერთოდ, ლამისაა რეკლამირებაც დავიწყო…

Overexposed…

აი, პრობლემამდეც მოვედით. ვორდპრესს აქვს შესანიშნავი ფუნქცია, გსურს ისერჩებოდეს შენი საიტი, კი ბატონო? არ გსურს? გამორთავ…

იქნებ მე სულაც არ მინდა ჩემს შესახებ ინფორმაცია იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და არ მინდა მნახონ, ვარ თუ არა LinkedIn-ზე… ოდესღაც MySpace-სა და Hi5-ზე თუ ვიყავი… აღარც მახსოვს ეს Netlog- რა ჯანდაბა იყო… ხოდა, რაღა მახსოვს ახლა ამ საიტების პაროლები და Log-In-ები. იქნებ მანდ არ მქონდა დახურული პროფილები (მაშინ ჩურჩუტი ბავშვი ვიყავი) და მინდა ახლა წარსულის ცოდვების ამოტივტივება? :/

Image representing LinkedIn as depicted in Cru...

Image via CrunchBase

მოკლედ, ყველაფერი იქენთკენ მიდის, რომ სამყარო პატარავდება და მალე (თუ უკვე აღარ), ჩვენი კონტროლი სულ უფრო და უფრო მარტივი გახდება.რაც მთავარია, ჩვენ ამ ყველაფერში ლომის წვლილს შევიტანთ და ყველა ინფორმაციას თავადვე მივაწვდით “დამკვირვებლებს”.

ესაა ჩემი კომენტარი.

იტალიური სკოლა ბათუმში

იცოდით? მე ახლა აღმოვაჩინე, რომ ჩემს სკოლას ფილიალი ჰქონია ბათუმში… რა მაგარია…

ინტერიერიცა და ექსტერიერიც ძალიან მომეწონა. იმედია, პედაგოგები ისეთივე კვალიფიციურები და კარგები ჰყავთ, როგორიც თბილისისაში.

ჩასვლის მიზეზი პირადი იყო. ჩემი წინა პოსტებიდან გაიგებდით, რომ უსაყვარლესი პედაგოგი გარდაგვეცვალა და რომ ვიკითხე, სად უნდა გავჩერდეთ დილის რვა საათიდან პროცესიამდე, მეთქი?! სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.

მე პირველ კლასელებისათვის (სავარაუდოდ) მიკუთვნებულ ადგილას სასადილოში...

არა, ისე, ჩემი ნება რომ იყოს, კვლავ დავბრუნდებოდი სკოლის ასაკში (ასე, მერვე კლასში) და უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებდი სასწავლო პროცესისა და ძვირფასი პედაგოგებისაგან.

იქ ჩასულებს ჩაი, ყავა და სასუსნავები დაგვახვედრეს, რომელიც ლანჩში ისე გადაიზარდა, ვერც კი შევამჩნიეთ.

ესეც  ვიდეო: ლანჩის შემდგომ ილია და გიო თამაშობენ მობზე თამაშს… კოდალები… :)

კადრში აგრეთვე ჩანს თამო და მასწავლებლების საუბრის ფონზე ისმის ჩემი ხმა (ალაგ-ალაგ)…