ცხოვრების ახლიდან დაწყების დაუოკებელი სურვილი…

ნუ, ჩემს შემთხვევაში, ცხოვრების დაწყების დაუოკებელი სურვილი…

დღეს როგორც იქნა, ავღანური დღიურების კითხვა ჩავამთავრე. ძალიან კარგი წიგნია. თუმცა, ცოტა მძიმედ წასაკითხია. მძიმედ წასაკითხში კი იმას ვგულისხმობ, რომ ერთი ამოსუნთქვით არ “მიდის”.

უნდა აღვნიშნო, პირველივე გვერდებიდან მეც მომინდა რაღაც სარისკო ჩამედინა… აი, რაღაც თანაბარწილად მნიშვნელოვანი და სახიფათო.

ადამიანი მაზოხისტია და შესაბამისად, მეც რამდენიმე წამით მომესურვა მეთქვა, აქ რამ ჩამომიყვანა, ქვეყნის დასალიერში რა მინდოდა მეთქი… ჩუმად გამეძლო რთული ყოფისათვის და ამით საკუთარი სულის სიმტკიცეში დავრწმუნებულიყავ.

იმდენი რამაა ამ ქვეყნად გასაკეთებელი…

და უცებ, მახსენდება, რომ ის საქმე, რასაც ვაკეთებ, მართალია, ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს წვეთი, მეიმედება, რომ აბობოქრებულ მდინარედ მაინც გადაიქცევა და ცოტათი ვმშვიდდები.

აქედანვე მომეცა საშუალება სიკეთე ვთესო და მერე მოსავალი ჩემმა ქვეყანამ მოიმკას.

ხანდახან, როცა ცუდად ვარ…

we

ხანდახან, როცა ცუდად ვარ, განსაკუთრებით მენატრება. სულ მაკლია, თუმცა, როცა სენტიმენტები მაწვება, შეგრძნება მძაფრდება.

მსურს, რომ ახლოს მყავდეს და თუ არ ჩამეხუტება, დამამშვიდოს მაინც და მითხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

ნუ, ეს ტელეფონითაც შესაძლებელია, მაგრამ ხანდახან ისე მინდება, რომ გვერდით იყოს…

ნეტა, მალე ჩამოვიდოდეს…

მენატრები, მა!

“When I’m feeling blue, all I have to do
Is take a look at you, then I’m not so blue…”

გარღვევა ბიუჯეტში…

აქ კიდევ კუნდერას შეუცნობელი აკლია...

აი, წიგნის ფესტივალის მიმართ გულგრილი რომ არ დავრჩი, ქვედა სურათიდან ჩანს. თქვენს წინაშეა ჩემი ნადავლი. მთელი მეთერთმეტე და მეექვსე პავილიონები გამოვზიდე ლამის… საღამოს უცხოეთიდან კიდევ რაღაც გამოვიწერე და დავრჩი ჯიბეგავარდნილივით… :D Continue reading

შეუცნობელი მილანი

წიგნის ფესტივალზე გუშინ მილან კუნდერას “შეუცნობელი” შევიძინე. “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის” შემდგომ ვცდილობ, არაფერი გავუშვა ხელიდან, რაც ამ გენიალურ მწერალთან ოდნავ მაინცაა კავშირში.

სულ რაღაც 21 გვერდი ჩავიკითხე სამსახურიდან სახლამდე და რამდენჯერმე მოასწრო ჩემი აღფრთოვანება. არა რა! მაგარი ვინმეა.

რომანი ეხება ემიგრანტს, რომელმიც ჩეხეთის დატოვების შემდგომ საფრანგეთში გადაცხოვრდა საბჭოთა რეჟიმისაგან თავის დასაღწევად. იგი ავტორის უახლესი ნაწარმოებია და ვგონებ, უფრო მეტად უნდა ეხებოდეს მის შინაგან განცდებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

წავიდე, გავაგრძელო კითხვა. დარწმუნებული ვარ, იმედები არ გამიცრუვდება…

მაისის პირველი (და ალბათ, ბოლო) პოსტი

ჰმ… ისე შემოიპარა მაისი და გავიდა ნახევარი თვე, რომ მე ბლოგზე პოსტიც კი არ დამიწერია…

არადა… რომ გითხრათ, რამე განსაკუთრებული მსურს გაგიზიაროთ მეთქი, მოგატყუებთ. სინამდვილეში, მოსაყოლი მასალა დაგროვდა, მაგრამ ერთად შკოწიწების თავი არ მაქვს. იმედია, ივნისი ცოტა უფრო ნორმალური გამოვა!

წარმატებები მისურვეთ, ნამდვილად მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. გკოცნით მრავალს და აბა თქვენ იცით, მცირე ხნით არ მოიწყინოთ და მერე რამეს მოვიფიქრებ.

გიზიარებთ ჩემს განწყობას…


გადმოწერეთ